დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება
დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.

"დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან",-აღნიშნა ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

მისივე განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, სავალდებულო კარანტინს გაივლის.

"ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და
უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს. მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელს ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით ცხელების ცენტრებს მიმართონ ან 112-ს დაუკავშირდნენ. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stopcov.ge რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთა შესაძლო კონტაქტს. ჯერჯერობით ყველა
ტურისტს მოვუწოდებთ იყვნენ მშვიდად, გააგრძელონ იქ ყოფნა, სადაც არიან. სასურველია ყველა დარჩეს თავის ადგილას", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.

იხილეთ ვიდეო



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?