დღეს ზურა ყიფშიძე იუბილარია. მსახიობი 67 წლის გახდა.იუბილარ ბაბუას სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტოს გამოქვეყნებით ულოცავს ნატალია ყიფშიძე.დაბადების დღეს "ფეისბუქზე" ულოცავს მსახიობის მისი ქალიშვილიც ლენუკა ყიფშიძე:"გილოცავ დაბადების დღეს. ჯანმრთელობას და დიდხანს, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ. შენ ხარ ყველაზე კარგი მეგობარი, მამა და, რაც მთავარია, ადამიანი!" - წერს ლენუკა.მსახიობს იუბილეს ულოცავს ასევე შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოება და კარიერის მანძილზე მისთვის გადაცემულ ჯილდოებს ჩამოთვლის:1985 წელს ზურაბ ყიფშიძეს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება;1990 წელს გრამპრი სპქტაკლში "დონ ჟუანი";1997- წ. "ოქროს ნიღაბი" / სპექტაკლი "მამა";1998-წ. რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი "ნიკა" / ფილმი "მოცეკვავის დრო";1999-წ. გრამპრი / სპექტაკლი "მამა";2017- წლის საუკეთესო მამაკაცი / სპექტაკლისთვის "მეფე ლირი";საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია;2017 წლის საუკეთესო მამაკაცი / სპექტაკლისათვის "მეფე ლირი".საქართველოს თეატრალური საზოგადოება უსურვებს მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მომავალ შემოქმედებით წარმატებებს!იხილეთ ასევე: "თუ დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ, მაშინ არის ცუდად საქმე"