ზურა ყიფშიძე იუბილარია - როგორ ულოცავენ ოჯახის წევრები დაბადების დღეს მსახიობს - კვირის პალიტრა

ზურა ყიფშიძე იუბილარია - როგორ ულოცავენ ოჯახის წევრები დაბადების დღეს მსახიობს

დღეს ზურა ყიფშიძე იუბილარია. მსახიობი 67 წლის გახდა.

იუბილარ ბაბუას სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტოს გამოქვეყნებით ულოცავს ნატალია ყიფშიძე.

დაბადების დღეს "ფეისბუქზე" ულოცავს მსახიობის მისი ქალიშვილიც ლენუკა ყიფშიძე:

"გილოცავ დაბადების დღეს. ჯანმრთელობას და დიდხანს, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ. შენ ხარ ყველაზე კარგი მეგობარი, მამა და, რაც მთავარია, ადამიანი!" - წერს ლენუკა.

მსახიობს იუბილეს ულოცავს ასევე შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოება და კარიერის მანძილზე მისთვის გადაცემულ ჯილდოებს ჩამოთვლის:

1985 წელს ზურაბ ყიფშიძეს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება;

1990 წელს გრამპრი სპქტაკლში "დონ ჟუანი";

1997- წ. "ოქროს ნიღაბი" / სპექტაკლი "მამა";

1998-წ. რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი "ნიკა" / ფილმი "მოცეკვავის დრო";

1999-წ. გრამპრი / სპექტაკლი "მამა";

2017- წლის საუკეთესო მამაკაცი / სპექტაკლისთვის "მეფე ლირი";

საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია;

2017 წლის საუკეთესო მამაკაცი / სპექტაკლისათვის "მეფე ლირი".

საქართველოს თეატრალური საზოგადოება უსურვებს მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მომავალ შემოქმედებით წარმატებებს!

იხილეთ ასევე: "თუ დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ, მაშინ არის ცუდად საქმე"