14 ახალი ინფიცირებული და 44 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში - კვირის პალიტრა

14 ახალი ინფიცირებული და 44 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1264 - მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 44- ით გაიზარდა და 1054-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 6930 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 263.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.