"კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პაციენტიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან"
11-08-2020
"კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პაციენტიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან"
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პაციენტია. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან.

„დადასტურებულისა და გამოჯანმრთელებულების შეჯერებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 194 პაციენტი. ამ 194 პაციენტის განაწილება სიმძიმეების მიხედვით შესაბამის ცენტრებში ასეთია - 8 არის კრიტიკული და ეს პაციენტები მკურნალობენ შესაბამისი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, 14 არის მძიმე მიმდინარეობით პაციენტები, ისინიც შესაბამის განყოფილებებში მკურნალობენ კოვიდცენტრებში. დანარჩენი პაციენტების
უმეტესობა, დაახლოებით, 80% არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები შედარებით მცირე რაოდენობით არიან,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები