"ხუთი მკვლელი! ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი!" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ხუთი მკვლელი! ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი!" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და სოციალურ ქსელში?

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი, პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, რომელზეც 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს ბრალი, სოციალურ ქსელში ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს.

"ხუთი არაადამიანი! ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი! ხუთი მკვლელი!

1) ვახტანგ ჩიქოვანი

2) არჩილ გაგნიძე

3) ნიკოლოზ რევაზიშვილი

4) ზეზვა ხომასურიძე

5) აკაკი ქვრივიშვილი". (წყარო)

პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

იხილეთ ასევე: "სასტიკად ნაცემი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა" - რა კადრები გაასაჯაროვა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე?