"არ გვინდა ჯერ 500-კაციანი ქორწილები, ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს" - კვირის პალიტრა

"არ გვინდა ჯერ 500-კაციანი ქორწილები, ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს"

არ გვინდა ჯერ 300-500-კაციანი ქორწილები და ჭირისუფლები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, საზოგადოებაში შეიქმნა ილუზია რომ კორონავირუსი დამარცხებულია, რაც მცდარია.

„არ გვინდა რა ჯერ 300-500-კაციანი ქორწილები და ჭირისუფლები. ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს, სანამ პანდემია არის. მსოფლიოში ყოველდღიურად არის ახალი შემთხვევების მატება. შემთხვევათა რაოდენობამ მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა უკვე. საქართველო მსოფლიოს ნაწილია. მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.