"ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი..." - რას წერს სოციალურ ქსელში შაქარაშვილის საქმეზე გია ხუხაშვილი?
"ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი..." - რას წერს სოციალურ ქსელში შაქარაშვილის საქმეზე გია ხუხაშვილი?
ექსპერტი გია ხუხაშვილი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"შაქარაშვილის ტრაგედიის ტიპის საქმეები სამი კომპონენტისგან შედგება - დანაშაულის დაკვეთა, შესრულება და დაფარვა.
გირგვლიანის საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ შემსრულებლებს დროებით გადაუგდებდა საზოგადოებას და ამით გადააგორებდა თემას. დამკვეთი და დამფარავი კი მშრალად გამოძვრებოდა.
როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ასე არ მოხდა.
არც ახლა მოხდება ასე.

1. იმის ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბენ. მათ ვიღაც მათთვის
ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას.
ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი, თუ ამის ნება არსებობს.
2. პირველ ეტაპზე აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან, თუნდაც ეს ქვედა დონეზე ყოფილიყო. რომ არა საზოგადოების და მედიის აქტიურობა, შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ კიდეც.

ამ ორი კომპონენტის სათანადოდ
გამოძიების გარეშე, საქმე ვერ ჩაითვლება სრულად გახსნილად, შესაბამისი განვითარებით.

პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს კარგია. ახლა მეორე და მესამე უნდა გადაიდგას", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში". (წყარო)






100%
12 აგვისტო 2020 16:34
100% იანია. რაღაც სხვა იყო მიზეზი, თორემ ვინც ჩხუბობდა ისინი ცოცხლებია და ვინც არ მკვდარი
ლუხო
12 აგვისტო 2020 16:03
გია ურევს.
მათე
12 აგვისტო 2020 14:43
ყველაფერი ძალიან მოკლე დროში მოხდა და საინტერესოა, როგორ მოესწრო ორგანიზატორის მონახვა, სტრატეგიის დაგეგმვა, დავალებების განაწილება და ა.შ. ყველა რაღაც ჭვიანობებს ნუ იგონებთ. სასცილოა უკვე. ამასაც ბერაზე ხომ არა აქვს ეჭვი? (((

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები