"ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი..." - რას წერს სოციალურ ქსელში შაქარაშვილის საქმეზე გია ხუხაშვილი? - კვირის პალიტრა

"ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი..." - რას წერს სოციალურ ქსელში შაქარაშვილის საქმეზე გია ხუხაშვილი?

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"შაქარაშვილის ტრაგედიის ტიპის საქმეები სამი კომპონენტისგან შედგება - დანაშაულის დაკვეთა, შესრულება და დაფარვა. გირგვლიანის საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ შემსრულებლებს დროებით გადაუგდებდა საზოგადოებას და ამით გადააგორებდა თემას. დამკვეთი და დამფარავი კი მშრალად გამოძვრებოდა.

როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ასე არ მოხდა.

არც ახლა მოხდება ასე.

1. იმის ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბენ. მათ ვიღაც მათთვის ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას.

ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი, თუ ამის ნება არსებობს.

2. პირველ ეტაპზე აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან, თუნდაც ეს ქვედა დონეზე ყოფილიყო. რომ არა საზოგადოების და მედიის აქტიურობა, შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ კიდეც.

ამ ორი კომპონენტის სათანადოდ გამოძიების გარეშე, საქმე ვერ ჩაითვლება სრულად გახსნილად, შესაბამისი განვითარებით.

პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს კარგია. ახლა მეორე და მესამე უნდა გადაიდგას", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში". (წყარო)

იხილეთ ასევე: "სასტიკად ნაცემი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა" - რა კადრები გაასაჯაროვა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე?