"მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, მაგრამ..." - რას ამბობს გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე? - კვირის პალიტრა

"მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, მაგრამ..." - რას ამბობს გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე?

"მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის განცხადებით, ახლა ყველაზე მეტად გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სჭირდებათ გვერდში დგომა.

"მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს. პირველ რიგში მათ სჭირდებათ გვერდში დგომა და გვერდში დგომის ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება არის გამოძიება და გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, რომ ამით არის განპირობებული ყველაფერი და ასე გაგრძელდება ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ", - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება. ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"ინტერპრესნიუსი"