"ფულს დიდი მნიშვნელობა რომ აქვს, ამას ლამის 40 წელს გადაცილებული მივხვდი, როცა დავინახე, რომ..."
"ფულს დიდი მნიშვნელობა რომ აქვს, ამას ლამის 40 წელს გადაცილებული მივხვდი, როცა დავინახე, რომ..."
"მიუხედავად იმისა, რომ არ გვიჭირდა, ჩვენთვის გაფეტიშებული არ ყოფილა მატერიალური ფასეულობები. ფულს დიდი მნიშვნელობა რომ აქვს, ამას ლამის 40 წელს გადაცილებული მივხვდი, როცა დავინახე, თურმე რამდენ რამეს აკეთებინებს ადამიანებს" - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

- გამიმართლა, რადგან თბილ და მოსიყვარულე, სტუმართმოყვარე ოჯახში ვიზრდებოდი; მშობლებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთანაც და ერთმანეთის ნათესავებთანაც. მამასგან არასდროს გამიგია ხმამაღალი საუბარი და შეურაცხმყოფელი სიტყვები ვინმეს მისამართით. როგორც ქართველი მამაკაცების უმეტესობა,
ისიც ემოციური იყო, დედა - დიპლომატი და საქმე კონფლიქტამდე არ მიდიოდა. მამა ისტორიკოსია და ბევრმა არ იცის, რომ ერთი წელი თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. ჯემალ ღაღანიძე, კარლო საკანდელიძე, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, გურამ ფანჯიკიძე, ირაკლი აბაშიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ჭაბუა ამირეჯიბი­, ნოდარ დუმბაძე ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ,
ამანაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ჩამოყალიბებაზე. ვიზრდებოდი იმ ადამიანთა გარემოცვაში, ვინც მაშინდელ სახელმწიფოში სპორტის, თეატრის, მეცნიერების სფეროში ყველაფერს საინტერესოს ქმნიდა.

- ალბათ, მშობლები ძალიან განებივრებდნენ.
- მამა კი, დედა - არა, იმის მიუხედ­ავად, რომ ნანატრი შვილი ვიყავი - ჩემა­მდე 3 ახალშობილი დაეღუპათ, 7-თვიანები­ ჩნდებოდნენ. დედა მკაცრი და მომთხოვნი იყო, თუმცა არ მახსოვს, ოდესმე ხმისთვის აეწიოს, წარბის აწევაც საკმარისი იყო. ტყუილი რომ არ უნდა თქვა, მეგობარს რომ არ უნდა უღალატო და ა.შ., ამას მათი ცხოვრების მაგალითზე ვსწავლობდი.

- თქვენ თვითონ მკაცრი დედა ხართ?
- არ ვთვლი, რომ მკაცრი ვარ, მაგრამ ჩემი შვილები ფიქრობენ ასე. შეიძლება ეს სიმკაცრე იმის კომპენსაცია იყო, რომ მათ ხშირად ვერ ვხედავდი და სულ მქონდა იმის განცდა, რამე არ გამომპაროდა. ახლახან ჩემმა უმცროსმა შვილმა მითხრა, ახალი წასული რომ ვიყავი ინგლისში სასწავლებლად, თავისუფლება ვიგრძენი და პირველი­ 2-3 კვირა ვიზარმაცე. მერე უცებ რომ წარმოვიდგინე, რას იზამდი, კარგად რომ არ მესწავლა, დაფეთებული შევვარდი კოლეჯშიო. მგონი, კარგი შვილები გავზარდე, კარგი მოქალაქეები, უღალატოები, პასუხისმგებლიანები.

- მათ ჰქონდათ ყველაფერი, რასაც მოითხოვდნენ?

- მეც თითქმის ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ზღვარი. რამდენი ფულიც უნდა გქონდეს, იმაზე მეტად არ უნდა გაანებივრო შვილები, რომ ზომიერებისა და გონიერების ფარგლებს გასცდნენ.
არაგულწრფელი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ცუდია, როცა შეძლებულად ცხოვრობ, კარგი მანქანა გყავს, კარგად გაცვია, კარგ ადგილზე შეგიძლია დაისვენო, მაგრამ ეს არ არის უზენაესი, ფულს არ უნდა ანაცვალო ყველაფერი. სხვისი შრომის ფასი უნდა ასწავლო შვილებს.
ბაბუა მეღვინე იყო და 80 წლის ასაკშიც კი ფიზიკურად შრომობდა. ერთხელ მამამ უსაყვედურა, ამდენს რატომ მუშაობო და ასე უპასუხა, ჯერ ერთი, ამით თავს ვირთობ და მეორეც, ტყუილად რა გამაჩერებს მთელი დღეო? ასე ვარ მეც, უსაქმურობას და უსაქმურებს ვერ ვიტან. (იხილეთ სრულად)

ნუკრი
13 აგვისტო 2020 12:23
ეჰ ნინო, ნინო არ გეკადრება ნაცრის შეყრა . რა ფულზე ლაპარაკობ და მსჯელობ კარგი რა.
kaxeli
13 აგვისტო 2020 10:35
რას ამბობ ქალო ,ვააა, უყურე შენ
12 აგვისტო 2020 18:35
სამწუხაროდ, იმ 15000 მხარდამჭერიდან, რომლებმაც სპორტის სასახლე შეავსეს ქ-ნი ნინოს საპრეზიდენტო პრეზენტაციაზე, 150 მხარდამჭერიც აღარ დარჩა "დემოკრატიულ საქართველოს"... პირადად, მე ბევრი განაწყენებული ვიცი მისი "ნაც-ოპოზიციასთან" ე. წ. კონსულტაციების გამო. მათ შორის ვარ მეც...

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები