"მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, ციხეში არ გაგვიშვათო" - რას წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში
"მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, ციხეში არ გაგვიშვათო" - რას წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში
გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ერთ-ერთ სო­ფელ­ში 17 წლის გო­გო­ნა ცო­ლად მოყ­ვა­ნის მიზ­ნით მო­ი­ტა­ცეს. ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გუ­შინ გავ­რცელ­და. გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე დღე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო. მას მშობ­ლე­ბი ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სწო­რედ ამის შემ­დეგ მი­მარ­თეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა).

ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა "სა­ფა­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია:

"გორ­ში გო­გოს გა­ტა­ცე­ბის ამ­ბა­ვი სამ­წუ­ხა­როდ ისევ მან­კი­ე­რად ვი­თარ­დე­ბა. მთე­ლი ღამე გო­გოს ოჯახს შინ ეჯდა ბი­ჭის ოჯა­ხი და ეხ­ვე­წე­ბო­და,
არ დაგვღუ­პოთ, ცი­ხე­ში არ გაგ­ვიშ­ვა­თო. ნე­ბის­მი­ე­რი არას­რულ­წლო­ვა­ნის­თვის სა­კი­თხის ისე და­ყე­ნე­ბა, რომ თით­ქოს მისი გა­და­სა­წყვე­ტია, ვინ წავა ცი­ხე­ში და ვინ არა - არის და­ნა­შა­უ­ლი ამ ბავ­შვის წი­ნა­შე. ჯერ ხომ მო­ტა­ცე­ბი­სა­გან ვერ იცავს სა­ხელ­მწი­ფო გო­გო­ებს და გა­ტა­ცე­ბუ­ლებს ვერ/არ პო­უ­ლობს დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში;

და მერე კი­დევ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ექ­ცე­ვი­ან ამ
გა­ტან­ჯულ ბავ­შვებს, კი­სერ­ზე ჰკი­დე­ბენ რა ვი­ღაც მო­ძა­ლა­დის და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. სულ ვამ­ბობ და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­არმ­დეგ მებ­რძო­ლი ქა­ლე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან სა­ში­ნელ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წნეხს და მოწ­მე­ზე ზე­წო­ლას, რაც ცალ­კე სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო ასე არ უყუ­რებს - არ იცავს მოწ­მე­ებს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს და მათ ოჯა­ხებს და პა­სი­უ­რად ელო­დე­ბა, ვინ გა­ტყდე­ბა პირ­ვე­ლი; და ამის მი­ხედ­ვით აწყო­ბენ შემ­დეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს. ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლი გა­ტა­ცე­ბუ­ლი გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე" - წერს ბაია პა­ტა­რა­ია. (წყარო)


რაღა დროს მოტაცებაა როცა ისე
13 აგვისტო 2020 23:42
ოჯახის შექმნა უდიდესი პასუხისმგებლობაა...ძალით ვინ უნდა გააჩეროს ქალი კაცთან ვინც არ უყვარს ვისაც არც კი იცნობს?მეზობლების რას იტყვიან შიშით?ილაპარაკებენ და გაჩერდებიან ბოლოს და ბოლოს მაგრამ ქალი იქნება ისევ უბედური თუ მოძალადესთან დარჩა,როგორ უნდა გაუჩერდე თუ არ გიყვარს არ გინდა მასთან ოჯახი ?!ქალს უნდა დაუდგეს კანონი გვერდში

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები