მცხეთის სამედიცინო ცენტრში ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ოჯახის ოთხი წევრი შეიყვანეს
მცხეთის სამედიცინო ცენტრში ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ოჯახის ოთხი წევრი შეიყვანეს
მცხეთის სამედიცინო ცენტრში ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტრმა ლიკა მუმლაძემ განუცხადა, ისინი ერთ ოჯახის წევრები არიან.

"რამდენიმე საათის წინ, მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი გადმოიყვანეს. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები, ნათესავები არიან. დაახლოებით 2 თვეა, რაც თბილისიდან ყაზბეგში გადავიდნენ და იქ ისვენებდნენ ზაფხულში.

ამჟამად კვლევის პერიოდში იმყოფებიან. მათი ჯანმრთლობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, კვლევის შედეგები ხელთ არ გვაქვს და ზუსტი დეტალები უცნობია.

ინფიცირებულები სახლში იყვნენ, საკუთარი ბინიდან არიან გადმოყვანილები",-განაცხადა მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტრმა ლიკა მუმლაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები