სოფელ სალხინოში სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა - მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

სოფელ სალხინოში სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა - მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ცხედრის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"