"მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე პუტინთან შეხვედრის შესახებ? - კვირის პალიტრა

"მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე პუტინთან შეხვედრის შესახებ?

რუსულმა გამოცემამ ქართველ ჟურნალისტთან და ტელეწამყვანთან, საქართველოს მე-2 პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილ სოფო შევარდნაძესთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, სოფომ პანდემიის პერიოდი საქართველოში გაატარა. სახლში ყოფნისას კი ახალი წიგნის დაწერაც მოასწრო.

შევარდნაძე ჟურნალისტთან საუბარში მედიასფეროში არსებულ სირთულეებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ყველაზე მეტად რაც მას აკლია, ამჟამად ადამიანური ურთიერთობებია.

"სიმართლე გითხრათ, ჩემს თავს ჟურნალისტების კატეგორიას არ მივაკუთვნებ. ჩემთვის ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის, სიცოცხლის ფასად აკეთებს სიუჟეტებს, ერთვება ცხელი წერტილებიდან და არ ეშინია იმის, რომ დემონსტრაციის შემდეგ სამართალდაცველები დაიჭერენ. მე კი კონფორმისტი, თუმცა ვარ პაციფისტი და ძალადობის წინააღმეგი ვარ.

ამიტომ მე ვარ ინტრევიუერი. ჩემთვის ობიექტურობა საშინლად მოსაბეზრებელია. როდესაც მეუნებიან - მოდით ვიყოთ ობიექტურებიო, ვიწყენ. სუპერსუბიექტური ადამიანი ვარ და ინტერვიუს აღების დროს, თანამოსაუბრესაც სუბიექტურს ვხდი. რესპონდენტს ვაძლევ საშუალებას ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე სუბიექტურად მიპასუხოს, ჭეშმარიტება კი სადღაც შუაში იბადება.

- თქვენ იყავით პლენარული ეკონომიკური საერთაშორისო ფორუმის წამყვანი. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა?

- როდესაც აღნიშნული შეხვედრების ხელმძღვანელობა შემომთავაზეს, თავიდან ძალიან გამიკვირდა. საპირველაპრილო ხუმრობა მეგონა. ჩემამდე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მოდერირებას ძირითადად უცხოელ ჟურნალისტებს ანდობდნენ. პირველი რაც ვიკითხე იყო ის, თუ რატომ უნდოდათ შინაური, რუსი მოდერატორის ყოლა ფორუმზე. ხომ არ ელოდნენ რომ ანგაჟირებული ვიქნებოდი? თუმცა, დამერწმუნეთ, რომ ყველანაირიად მწვანე შუქი მქონდა ანთებული. ყველა ის შეკითხვა დავსვი, რაც საჭიროდ მივიჩნიე და ამაში არავინ ჩარეულა", - იხსენებს შევარდნაძე.

ჟურნალისტმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გაცნობის დეტალები გაიხსენა.

"ფორუმის დაწყებამდე ქვეყნის ხელმძღვანელები და მოდერატორები ერთმანეთს ეცნობიან. პირველ ოთახში ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი შემოვიდა, მარტო იყო. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. მან მკითხა, - რაზე დამისვამთ კითხვებსო?

მე კი ვუპასუხე, - ყველაფერზე ცოტ-ცოტა. ყველა ჩვენი დასავლელი კოლეგა ფიქრობს, რომ რუს ჟურნალისტებს შეგვიძლია კითხვები მხოლოდ დასავლელ ლიდერებს დავუსვათ და არა თქვენ, რაც მოსაბეზრებელია -მეთქი...

"კი ბატონო. უკრაინაზე შემეკითხებით?" - მკითხა პუტინმა, რაზეც ვუპასუხე, რომ საჭიროება როგორც მოითხოვდა და ვუთხარი ისიც, - ალბათ უფრო ზელენსკიზე გკითხავთ აზრს - მეთქი. დამთანხმდა. გაგრძელება