"მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე პუტინთან შეხვედრის შესახებ?
14-08-2020
"მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე პუტინთან შეხვედრის შესახებ?
რუ­სულ­მა გა­მო­ცე­მამ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტთან და ტე­ლე­წამ­ყვან­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მე-2 პრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვილ სოფო შე­ვარ­დნა­ძეს­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სო­ფომ პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რა. სახ­ლში ყოფ­ნი­სას კი ახა­ლი წიგ­ნის და­წე­რაც მო­ას­წრო.

შე­ვარ­დნა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უ­ბარ­ში მე­დი­ას­ფე­რო­ში არ­სე­ბულ სირ­თუ­ლე­ებს მი­მო­ი­ხი­ლავს და აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მას აკ­ლია, ამ­ჟა­მად ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია.

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემს თავს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ვა­კუთ­ვნებ. ჩემ­თვის ჟურ­ნა­ლის­ტი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სი­მარ­თლის­თვის იბ­რძვის, სი­ცო­ცხლის ფა­სად აკე­თებს სი­უ­ჟე­ტებს, ერ­თვე­ბა ცხე­ლი
წერ­ტი­ლე­ბი­დან და არ ეში­ნია იმის, რომ დე­მონ­სტრა­ცი­ის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლე­ბი და­ი­ჭე­რენ. მე კი კონ­ფორ­მის­ტი, თუმ­ცა ვარ პა­ცი­ფის­ტი და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მე­გი ვარ.

ამი­ტომ მე ვარ ინ­ტრე­ვი­უ­ე­რი. ჩემ­თვის ობი­ექ­ტუ­რო­ბა სა­შინ­ლად მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია. რო­დე­საც მე­უ­ნე­ბი­ან - მო­დით ვი­ყოთ ობი­ექ­ტუ­რე­ბიო, ვი­წყენ. სუ­პერ­სუ­ბი­ექ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბის დროს, თა­ნა­მო­სა­უბ­რე­საც სუ­ბი­ექ­ტურს ვხდი.
რეს­პონ­დენტს ვაძ­ლევ სა­შუ­ა­ლე­ბას ჩემს მიერ დას­მულ კი­თხვებ­ზე სუ­ბი­ექ­ტუ­რად მი­პა­სუ­ხოს, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა კი სა­დღაც შუ­ა­ში იბა­დე­ბა.

- თქვენ იყა­ვით პლე­ნა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მის წამ­ყვა­ნი. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა?

- რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. სა­პირ­ვე­ლაპ­რი­ლო ხუმ­რო­ბა მე­გო­ნა. ჩე­მამ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის მო­დე­რი­რე­ბას ძი­რი­თა­დად უცხო­ელ ჟურ­ნა­ლის­ტებს ან­დობ­დნენ. პირ­ვე­ლი რაც ვი­კი­თხე იყო ის, თუ რა­ტომ უნ­დო­დათ ში­ნა­უ­რი, რუსი მო­დე­რა­ტო­რის ყოლა ფო­რუმ­ზე. ხომ არ ელოდ­ნენ რომ ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი? თუმ­ცა, და­მერ­წმუ­ნეთ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი­ად მწვა­ნე შუქი მქონ­და ან­თე­ბუ­ლი. ყვე­ლა ის შე­კი­თხვა დავ­სვი, რაც სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნიე და ამა­ში არა­ვინ ჩა­რე­უ­ლა", - იხ­სე­ნებს შე­ვარ­დნა­ძე.

ჟურ­ნა­ლის­ტმა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გაც­ნო­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა.

"ფო­რუ­მის და­წყე­ბამ­დე ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მო­დე­რა­ტო­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ეც­ნო­ბი­ან. პირ­ველ ოთახ­ში ვლა­დი­მირ ვლა­დი­მი­რო­ვი­ჩი შე­მო­ვი­და, მარ­ტო იყო. ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­ვარ­თვით. მან მკი­თხა, - რაზე და­მის­ვამთ კი­თხვებ­სო?

მე კი ვუ­პა­სუ­ხე, - ყვე­ლა­ფერ­ზე ცოტ-ცოტა. ყვე­ლა ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი კო­ლე­გა ფიქ­რობს, რომ რუს ჟურ­ნა­ლის­ტებს შეგ­ვიძ­ლია კი­თხვე­ბი მხო­ლოდ და­სავ­ლელ ლი­დე­რებს და­ვუს­ვათ და არა თქვენ, რაც მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია -მეთ­ქი...

"კი ბა­ტო­ნო. უკ­რა­ი­ნა­ზე შე­მე­კი­თხე­ბით?" - მკი­თხა პუ­ტინ­მა, რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, რომ სა­ჭი­რო­ე­ბა რო­გორც მო­ი­თხოვ­და და ვუ­თხა­რი ისიც, - ალ­ბათ უფრო ზე­ლენ­სკი­ზე გკი­თხავთ აზრს - მეთ­ქი. დამ­თან­ხმდა. გაგრძელება

Me
14 აგვისტო 2020 12:21
მოკლედ, რაში გენაღვლებათ საქართველო ბერძნებს. იყავი მაგ შენ რუსეთში

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები