საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1306- მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 17 - ით გაიზარდა და 1085-ს შეადგენს.კარანტინის რეჟიმში 7635. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 334.კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.