აფეთქება საცხობში - დაშავებულია ორი ადამიანი - კვირის პალიტრა

აფეთქება საცხობში - დაშავებულია ორი ადამიანი

თბილისში, ტრანსპორტის ქუჩაზე მდებარე საცხობში აფეთქება მოხდა, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია.

უწყების ცნობითვე, შემთხვევის შედეგად საცხობის ორი თანამშრომელი მსუბუქად დაშავად, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

,,ინტერპრესნიუსი"