"რას ვაკეთებთ, თუ ბავშვს აქვს სიცხე სკოლაში მისვლის პერიოდში?" - რას განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე?
"რას ვაკეთებთ, თუ ბავშვს აქვს სიცხე სკოლაში მისვლის პერიოდში?" - რას განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე?
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, თუკი სკოლაში თერმოსკრინინგისას ბავშვს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას სპეციალურად მომზადებულ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ.

მინისტრის მოადგილე მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ და თუკი, ბავშვს რაიმე სახის სიმპტომი გამოუვლინდება, სკოლაში არ გაუშვან.

"რას ვაკეთებთ, თუ ბავშვს აქვს სიცხე სკოლაში მისვლის პერიოდში - რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ძალიან ფრთხილად უნდა აკვირდებოდეს ბავშვის მდგომარეობას და თუ ოდნავ მაინც შენიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობა შეიცვალა, აქვს სიცხე, აუცილებლად მიმართოს ოჯახის
ექიმს და ოჯახის ექიმი მას შესთავაზრებს იმ საჭირო გამოკვლევებს, რასაც ასეთ დროს ჩვენ სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით ვაკეთებთ. ტესტირების შესაძლებლობა ქვეყანაში ძალიან ფართოდ არის გაშლილი, ტესტირება, ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფასოა, ამ კუთხით პრობლემა და ბარიერი არ არსებობს, მთავარია, ყურადღებით ვიყოთ და ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის შემთხვევაში, ნუ
წავიყვანთ ბავშვს სკოლაში თუ ის არის ავად. თუ რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე, ან თერმოსკრინინგის დროს, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს სკოლაში შესვლამდე, ბავშვს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, სკოლაში მომზადებული იქნება იზოლირებული ოთახი შესაფერისი განიავებით, სადაც ბავშვი იქნება დროებით გადაყვანილი, ვიდრე ექიმის გამოძახება და ბავშვის გადაყვანა მოხდება ან ბინაზე, ან სამედიცინო დაწესებულებაში შემდეგი მეთვალყურეიობისათვის", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა იქნება სავალდებულო. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან დაახლოებით 2- თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად დაასრულა რეკომენდაციების პაკეტის მოხმარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესი დაიწყოს და განხორციელდეს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოდ და სასკოლო გარემოში კოვიდის გავრცელების რისკები შეიზღუდოს.

"მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის ძირითადად სამი მიმართულებაა, ესენია პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადეების შესაფერისი წესით გამოყენება, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. თითოეული ამ მიმართულებით დეტალური რეკომენდაციები არის ჩაშლილი. რამდენიმე მათგან მინდა გაგიზიაროთ, დისტანცია 1 მეტრი ესაა მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული, პირბადის გამოყენება სასკოლო გარემოში სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, იქ დასაქმებული მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები