"თბილისში, სვანეთში მოგზაურობის მქონე 1000-მდე მოქალაქიდან, 14-ს კორონავირუსი დაუდასტურდა" - კვირის პალიტრა

"თბილისში, სვანეთში მოგზაურობის მქონე 1000-მდე მოქალაქიდან, 14-ს კორონავირუსი დაუდასტურდა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ "ცხელების ცენტრს" მიაკითხა.

როგორც იმნაძე განმარტავს, მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფებიდან კორონავირუსი 14 პირს დაუდასტურდა.

"მინდა გითხრათ, რომ ბოლო დღეებში, თბილისში 1000-მდე ადამიანმა მიაკითხა "ცხელების ცენტრებს", ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში მესტიაში იყო ნამყოფი, აქედან 9-ს გუშინ გამოვლინდა, მანამდე კიდევ იყო შემთხვევა გამოვლენილი, ვინც მესტიაში იყო ნამყოფი, სულ 14-მდე ადამიანია თბილისში ვისი ინფიცირებაც მესტიის მუნიციპალიტეტში ყოფნას უკავშირდება. დანარჩენი 4 კონტაქტია, აქედან ერთი ოჯახის წევრია ადრე დადასტურებული, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გარბანში დადასტურდა. კიდევ 3 პირი თბილისში ადრე დადასტურებული თბილისის შემთხვევის ოჯახის წევრია, ერთი მძღოლია, რომელიც სადახლოზე გამოვლინდა საზღვრის კვეთისას, ერთი კი არასასიამოვნო შემთხვევაა ჩვენთვის, რომელიც ქობულეთში გამოვლინდა", - განაცხადა იმნაძემ.