"მადლობა ბატონო ბიძინა!" - რას წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"მადლობა ბატონო ბიძინა!" - რას წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში დენდროლოგიური პარკის შესახებ წერს:

"დიახ!!!... დენდროლოგიური პარკი საოცრებაა!!! ფლამინგოები, თეთრი და ფერადი ფარშევანგები... მაგრამ მთავარი ეს არაა... მთავარია ის საოცარი, საუკუნოვანი ხეები... ხეები, რომლებიც გადარჩნენ... რამდენი ასეთი ხე მოიჭრა და განადგურდა, ალბათ...

აი, მაგალითად, ხე, რომელიც აუქციონზე გამოიტანეს და ამ პარკში უნდა დაბრძანებულიყო, გიორგი ვაშაძემ " აახია" ივანიშვილს, სულ გულზე მჯიღის ბრახუნით, არ ვაყიდინეო..

ჰო და, სადაა ახლა ის ხე?... სად გადარგო აუქციონის ლომმა?...

მოკლედ, მადლობა ბიძინა!...

ჩემი შვილიშვილები ჩაეხუტნენ ბერმუხას და საქართველოს სიძლიერე და სიამაყე შეისუნთქეს!

მრავალჟამიერ!!!", - წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში. (წყარო)