"ძალიან გამწარებული ვარ, რადგან ჩემმა სახელმწიფომ ერთხელ უკვე მომატყუა"
"ძალიან გამწარებული ვარ, რადგან ჩემმა სახელმწიფომ ერთხელ უკვე მომატყუა"
საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია, მეორეს კი წინასაარჩევნო პიარის ნაწილი ჰგონია. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რამდენად შეეშველება 200 ლარი პანდემიის გამო კრიზისულ სიტუაციაში ჩავარდნილ ქართულ ოჯახებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ცნობილების ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ლიზა ვადაჭკორია, ჟურნალისტი:
"სიმართლე გითხრათ, ძალიან გამწარებული ვარ, რადგან ჩემმა სახელმწიფომ ერთხელ უკვე მომატყუა - კუთვნილი 200-ლარიანი კომპენსაცია არ მომცა, რომელიც კარანტინის დროს უნდა მიმეღო... ორჯერ ვიყავი შემოსავლების სამსახურში და - სულ ტყუილად. თუ რეალურად
ვერ გვეხმარებიან, ნუ გვატყუებენ მაინც და ნუ გვპირდებიან. მეც, პირდაპირ მითხრან, რომ სახელმწიფოს ჩემი ბედი არ აინტერესებს. ფაქტია, პირველად დამჭირდა სახელმწიფოს დახმარება და უსახსროდ, უიმედოდ დამტოვეს! თუნდაც, პრინციპის გამო მინდა ეს საქმე მოვიგო..."

თეა დარჩია, მოცეკვავე:
"თუ სახელმწიფო რაღაცაში მაინც დაგვეხმარება, ამას რა ჯობია?! მე
ოთხი შვილი მყავს, აქედან, 17 წლამდე ასაკის მარტო ორია, მაგრამ ოჯახისთვის ნებისმიერი თანხა შეღავათია. თითოეულ ბავშვზე 200 ლარი ძალიან კარგია, მაგრამ ის, რომ უმუშევრებმა და სოციალურად დაუცველებმა თავი თვეში 200 ლარით გადაირჩინონ, ფანტასტიკაა... თანხები არამიზნობრივად, არასწორად იხარჯება. პრიორიტეტი თითოეული ადამიანი უნდა იყოს, მისი გადარჩენა შიმშილისა და სიდუხჭირისგან - ეს უნდა იყოს უმთავრესი და არა - გზები, ნაგვის ურნები, ძვირფასი სკამები, რომლებიც სახელმწიფოს ასტრონომიული თანხა უჯდება..."

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:
რა თქმა უნდა, 200 ლარი იმ ტრავმირებულ დღეებს ვერავის აუნაზღაურებს, მაგრამ ერთგვარი დამამშვიდებელი ბონუსი იქნება. თანაც, ბევრი ოჯახისთვის 200 ლარი საარსებო საშუალებაა. ოჯახი, სადაც 2-3 ბავშვია, 600 ლარს აიღებს და ეს ფული ერთ თვეს მაინც გაატანინებს. ჩვენი რეალობა მძიმეა, ეკონომიკური ფონი - უმწვავესი, ამიტომ კარგია, რომ სახელმწიფო ცდილობს, ხვედრი შეუმსუბუქოს კრიზისში მყოფ ადამიანებს. ბავშვები ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ითრგუნებიან. ეს ჩემი შვილიშვილების მაგალითზე კარგად ვიცი... კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ეს 200 ლარი წინასაარჩევნო პიარის ნაწილია.

ამ თემასთან დაკავშირებულ, ცნობილი ადამიანების ინტერვიუებს სრულად ჟურნალ "გზის" 20 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

taso
21 აგვისტო 2020 11:08
დარჩიას,ვერ გავიგე რაღაც 2 შვილი არასრულწლოვანია,ამათზე მიიღებ დახმარებას,მეტი რა გინდა?თუ დედმამაზე და დაძმაზეც გინდა?ვადაჭკორიას კი ვეტყვი რომ ეტყობა არ შედიოდი იმ დახმარების პროგრამაში იმიტომაც არ მოგცეს.ისე საწყენად არ გეტყვი მაგრამ სალონებში სასიარულდ ნაღდად არავინ არ მოგცემს ფულს,შენი რომ ვიყო საერთოდ არ ავიღებდი რომც მოეცათ,იმიტომ რომ შენზე გაჭირვებულები არიან ვისაც მართლა ჭირდება,მე პირადად არც ელექტრო და არც გაზის შეღავათით არ მისარგებლია,ყოველ თვე ვიხდი,იმიტომ რომ სხვისთვის უფრო საჭირო არის,არ შეჭამეს ტვინი,მოროშკინას კი მაგარი ჯიგარი ხარ.
ნაია
21 აგვისტო 2020 08:59
ეს დახმარება ბევრისათვის იქნება ღირებული.. ის ვინც ერთ ფეხსაცმელში აძლევს 200 ლარს, ვფიქრობ, ამ დახმარებას არ საჭიროებს.. შესაძლებლობების დაფილტვრა უნდა მოხდეს, ჩემი აზრიტ, და მაშინ დახმარების თანხა გაიზრდება.. დაფილტვრა პატიოსნად უნდა მოხდეს, რაც ჩვენი ჩინოვნიკური ადმინისტრაციის ხელში ძნელია, ტორემ ისე გამოვა, როგორც ბინების შემთხვევაში, ზოგიერთს რამდენიმე აქვს, ზოგიერთი ეხლაც რიგშია ...
ომარი
20 აგვისტო 2020 22:26
ნეტა ესენი რაღას ტირიან, სირცხვილია მართლა და მართლა.

რუბრიკის სხვა სიახლეები