"პანკისის ჩვენება იყო Fashion-კომენტარი მაშინდელ პოლიტსიტუაციაზე" - კვირის პალიტრა

"პანკისის ჩვენება იყო Fashion-კომენტარი მაშინდელ პოლიტსიტუაციაზე"

"1990-იან წლებში მოდელობა ახალი თემა იყო საქართველოში. 17-დან 21 წლამდე მოდელი გახლდით. პატარა ვიყავი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ გატაცება იყო, რადგან მაშინ სერიოზულად ვუდგებოდი ამ საქმეს. თუმცა ვიცოდი, რომ ეს იყო დროებითი, რადგან ჩვენს ქვეყანაში მაშინ ამას გასაქანი არ ჰქონდა"

სად არის ქართველი მოდელი - ნინო ჩქარეული? ეს კითხვა ბოლო პერიოდში სოციალურ მედიაში აქტიურად ტრიალებს, ნინო ჩქარეული - "მის თბილისი 1999" ქართველ საზოგადოებას კვლავ კარგად ახსოვს. ამჟამად ის ნიუ-იორკში ცხოვრობს, ავტორია ეროპაში პოპულარული წიგნის "Kინგ ის Fემალე" და აქტიურად არის ჩაფლული ხელოვნების სფეროში როგორც კურატორი და მწერალი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. როგორია ნინო ჩქარეულის ცხოვრება საქართველოდან შორს და რა აგონდება 1990-იანი წლების საქართველოდან - ამ კითხვებით მას ნიუ-იორკში დავუკავშირდით.

ნინო ჩქარეული-მდივანი: 1990-იან და 2000-იან წლებში მოდელობა ახალი თემა იყო საქართველოში. მე 17-დან 21 წლამდე ვმოდელობდი, ამ გადმოსახედიდან მართლა პატარა ვიყავი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ გატაცება იყო, რადგან მაშინ ყველაზე კარგ ჩვენებებში ვიღებდი მონაწილეობას, პროფესიონალ ფოტოგრაფებთან ვმუშაობდი და სერიოზულად ვუდგებოდი ჩემს საქმეს. ვიცოდი, რომ ეს იყო დროებითი, არ მიფიქრია რომ მოდელობას გავყვებოდი მთელი ცხოვრება, იმ პერიოდიდან მაინტერესებდა ხელოვნება, მაგრამ საქართველოში ამის გასაქანი არ იყო, სხვა პრობლემები გვაწუხებდა 1990-იანი წლებში.

"პანკისის ჩვენება"

მაკა ასათიანთან ვმუშაობდი, ძალიან აქტიურად და მაღალ დონეზე აკეთებდა ჩვენებებს, ასევე აქტიურად მუშაობდა თამუნა ინგოროყვა, სალომე ტყაბლაძე და სხვებიც. ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი იყო მაკა ასათიანის ჩვენება პანკისში 2002 წელს, თავისი გამოხმაურებაც მოყვა. მონაწილეობაზე შეთავაზება რომ მივიღე ნამდვილად არ შემშინებია, რადგან ძალიან დაცული და კარგად ორგანიზებული იყო ყველაფერი. ეს იყო Fashion კომენტარი მაშინდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე, მახსოვს მეცვა ტანისამოსი რომელიც სიმბოლურად აფხაზეთის და საქართველოს კავშირს ასახვდა.

საკმაოდ დიდმა გუნდმა ვიმუშაეთ ამ ჩვენებაზე, ჩართული იყო ასევე ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები," რომლებსაც ქორეოგრაფიული ელემენტების დადგმა დაევალა, რადგან თუ სწორედ მახსოვს ეს ჩვენება ცეკვა ""ხორუმის"" ელემეტებით მთავრდებოდა.

მოდელობის გარდა იმ წლებში ვსწავლობდი და საქართველოში დავამთავრე უნივერსიტეტი საერთაშრისო ურთიერთობების მიმართულებით, შემდეგ მივიღე სტიპენდია და ჩავირიცხე Mოუნტ Hოლყოკე კოლეჯში. ეს არის ერთ-ერთი ძველი ქალთა სასწავლებელი ამერიკაში, რომელიც გამორჩეულ განათლებას იძლევა. პროფესიონალური რაკურსით ამერიკაში დარჩენა უფრო საინტერესო აღოჩნდა ჩემთვის, თუმცა საქართველოში ახლაც ჩამოვდივარ. სწავლის შემდგომ ვმუშაობდი არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებში სოციოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.

"მეფე ქალია"

ზოგადად ხელოვნებით სულ ვიყავი დაინტერესებული ბავშვობიდან. მინდოდა კიდეც ამ პროფილით განათლების მიღება, სამწუხაროდ მაშინდელ საქართველოში დიდი პერსპექტივა არ ჩანდა ხელოვანი ადამიანისთვის და ოჯახი სულ მეუბნებოდა რომ გამიჭირდებოდა ხელოვნებისმცოდნეობის პროფილით დავსაქმებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშრისო ურთერთბებზე ჩავაბარე და ძირითადად ამ განხრით ვმუშაობდი, მუდმივად ვწერდი და აქტიურად ვადევნდებდი თვალს თანამედროვე ხელოვნებას. 2016 წელს საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის წიგნის რედაქტირება შემომთავაზეს და ეს წიგნი ამერიკაში გამოსცეს.

2018 წელს კი ბერლინში წელს გამოვიდა ჩემი წიგნი "King is Female: Three Artists from Georgia" (მეფე ქალია: სამი ხელოვანი საქართველოდან) ასე ქვია წიგნს. ეს არის სამ ქართველ ხელოვან ქალზე- რუსუდან ხიზანიშვილი, თამარ კვესიტაძე და ნათელა გრიგალაშვილი -მხატვარი, მოქანდაკე და ფოტოგრაფი. სამივე უნიკალური ხელოვანია. წიგნი გამოვიდა ინგლისურ და გერმანულ ენებზე, მე თვითონ ინგლისურად ვწერ. ამ წიგნზე მუშაობა შემომთავაზა "Kორნფელდ"-ის ცნობილმა გალერეამ ბერლინში, რომლებიც სამივე ხელოვანთან თანამშრომლობს. მათთან საუბრების საფუძველზე დაიწერა წიგნი. 2017-2018 წელი ვსაუბრობდი მათთან მათ ცხოვრებაზე, რა სირთულეებს წააწყდნენ ისინი როგორც ქალები საქართველოში, როგორ განვითარდნენ პროფესიულად, საზოგადოებაში რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქალის როლი შეივცალა, საზოგადოება თანდათან მივიდა იმ აზრამდე, რომ ქალებს ხელი უნდა შევუწყოთ განვითარებისთვის, მხოლოდ სახლის საქმე აღარ არის ქალის მოვალეობა, რათქმა უნდა ესეც შედის ქალის ყოველდღურ ცხოვრებაში თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს და ეს არ უნდა გამორიცხავდეს ქალის პროფესიულ განვითარებას და პოტენციალის გამოყენებას. ამ სამი ქალის მაგალითი ამას აჩვენებს. წიგნი იყიდება ევროპაში და ამერიკაშიც. გამოცემის შემდეგ მქონდა გამოფენა ამ წიგნის თემატიკის ირგვლივ Kორნფელდ-ის გალერეასთან თანამშრომლობით ქალაქ იზერლონის მუზეუმში, რომლის კურატორიც გახლდით.

ამ წიგნის შემდეგ უფრო მიზანდასახულად მივყევი ხელოვნების სფეროს. ზოგადად ჩემი საკურატორო პროექტები ისევე როგორც ესეები და სტატიები მიმართულია ქართველი და უცხოელი ხელოვანების ვიზუალური დიალოგისკენ. ისეთ თემებს ეხება, რომელიც თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვანია, როგორიცაა სიუცხოვე, ემიგრაცია და საზღვრები, ქალების როლი და იდენტობა. სწორედ ამ თემებს ვიკვლევდი 2019-2020 წლის საკურატორო რეზიდენტურაში KUNSTRAUM-ის საგამოფენო სივრცეში. და ეს რეზიდენცია გამოფენით დასრულდა, რომელიც წარდგენილი იყო ორ ნაწილად იანვარსა და მარტში.

ახლა , პანდემიის პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, გარკვეული პროექტები 2021 წლისთვის გადაიდო. ამიტომ დროც მოვნახე და ჩავაბარე მაგისტრატურაში მუზეუმების შესწავლის ფაკულტეტზე. მომავალშიც კურატორობასა და მწერლობას ერთმანეთს შევუთავსებ.

თემები რომელსაც საგამოფენოდ ვარჩევ ვიწროდ კომერციული არ არის და არ არის მიმართული მხოლოდ ლამაზი და ხალისიანი გამოსახულებების წარჩინებისკენ, უფრო ღრმად ვცდილობ შევხედო მიმდინარე მოვლენებს. კურატორი გამოფენის პროდიუსერივითაა, ამიტომ მასზე ბევრია დამიკიდებული. თუ გამოფენა სწორედ არის შედგენილი ის როგორც მცოდნესთვის ისე ზოგადად მაყურებლისთვის იქნება საინტერესო რადგან ორივე რაღაცა ახალს შეიცნობს. ყველანაირ ხელოვნებას ყავს თავისი დამთვალიერებელი, აუთენტურ ხელოვნაბას მითუმეტეს.

ზოგადად ახლა ძალიან რთული დროა გალერეებისთვის და კურატორული ღონისძიებებისთვის. ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული გალერეების შენახვა, მითუმეტეს პანდემიის პერიოდში, ამიტომ ყველაფერი ონლაინ რეჟიმში გადავიდა. თუ მუზეუმისთვის არ მუშაობ როგორც კურატორს გიწევს ზოგადი ბაზრის ტენდენციების გათვალისწინება. ამ წელმა კურატორულ მიდგომას ახალი გამოცანები დაუსახა. თუმცა ყველას იმედი გვაქვს რომ დროთა განმავლობაში შეიცვლება დღევანდელი სიტუაცია და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუბნებით.