პრეზიდენტი შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. განცხადება სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ - გვერდზე გამოქვეყნდა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვავ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს,“- აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, პირველადი ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.

"ინტერპრესნიუსი"