მამაკაცი, რომელსაც მტკვარში ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

მამაკაცი, რომელსაც მტკვარში ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

მამაკაცი, რომელსაც ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ამ წუთებში მაშველები წყლიდან ცხედრის ამოყვანას ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში დაახლოებით ერთი საათის წინ, ხიდიდან გადახტა.

"ინტერპრესნიუსი"