"პირდაპირ გეტყვით: არჩევნებზე მისვლასაც არ ვაპირებ. რატომ?" - კვირის პალიტრა

"პირდაპირ გეტყვით: არჩევნებზე მისვლასაც არ ვაპირებ. რატომ?"

გივი სიხარულიძე ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მწვავე, ეპატაჟური გამოსვლებით არის ცნობილი. მას თავისი შეხედულება აქვს იმაზე, თუ რით დავიმსახურეთ ყველა უბედურება, რომელიც ბოლო თვეებში საქართველოში დატრიალდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"რას ხედავენ ყოველდღიურად ჩვენი ბავშვები? ისინი ცხოვრობენ გახრწნილ ქვეყანაში, სადაც არც სინდის-ნამუსს აქვს ფასი, არც - სიყვარულს და არც - ერთგულებას! აქ ყველაფერი ფულზე იცვლება და იყიდება..."

"დიდი დაკვირვება არ სჭირდება, რომ ეს ყველაფერი მცირერიცხოვანი ერების გადაგვარების მიზნით ხდება, მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ ქართველი ერი მცირე არ არის, ის მცირერიცხოვანია. მცირე ის არის, ვისაც ვეშაპივით მსოფლიოს დაპყრობა სურს და ვინც მთელი მსოფლიო გადააჯიშა. სწორედ ასეთებს უნდათ, ჩვენი ახალგაზრდების ფსიქიკა შეცვალონ..."

"როცა დედა მთელ დღეებს გარეთ, ქუჩაში ატარებს, შინ ნასვამი, გალეშილი ბრუნდება და "ჩეფჩიკიანი" ქმარი ოვაციებით ხვდება, ასეთ ოჯახში მაგარი ბიჭები და გოგოები ვერ გაიზრდებიან. როცა ოჯახში მამას მამის ადგილი არ უკავია და დედას - დედისა, ასეთი ოჯახი კარგ შვილებს ვერ აღზრდის. ყველაფრის თავი და თავი კი ის არის, რომ საქართველოში ეროვნული იდეოლოგია გაქრა..."

"არც ამ არჩევნების მჯერა და არც - მისი მონაწილე პარტიებისა. პირდაპირ გეტყვით: არჩევნებზე მისვლასაც არ ვაპირებ. რატომ? - ჩემთვის ყველა პარტია ჩემი ქვეყნის მოღალატეა, რომელიც მარტო თავის ბედნიერებაზე ფიქრობს და არა - სამშობლოზე. ამ პარტიებს, თავიანთი რეიტინგების გარდა, არაფერი ადარდებთ..." იხილეთ სრულად