"წვი­მა იყოო, არა­ფე­რი წვი­მა არ იყო. მუხ­რუ­ჭებ­მა გა­უ­ცხე­ლა. მე რომ გა­მომ­ყო­ლო­და უკან..." - რას ამბობს მძღოლი, რომელიც ავარიის დღეს შატილში სხვა ტურზე იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

"წვი­მა იყოო, არა­ფე­რი წვი­მა არ იყო. მუხ­რუ­ჭებ­მა გა­უ­ცხე­ლა. მე რომ გა­მომ­ყო­ლო­და უკან..." - რას ამბობს მძღოლი, რომელიც ავარიის დღეს შატილში სხვა ტურზე იმყოფებოდა

ხევსურეთში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება. დღეს სამართალდაცველებმა ერთ-ერთი მძღოლი გამოკითხეს, რომელიც შატილში ავარიის დღეს სხვა ტურზე იმყოფებოდა.

რამაზ სებისკვერაძე ვარაუდობს, რომ ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა, რის გამოც მძღოლს მუხრუჭებმა გაუცხელა.

"მუხრუჭებმა გაუცხელა. მე რომ გამომყოლოდა უკან, დათვიჯვარიდან, არაფერი არ იქნებოდა. იმიტომ, რომ მე იქიდან მეორე-მესამე სიჩქარით ჩამოვდივარ, მუხრუჭებმა გაუცხელა, მეტი ვერსია რა უნდა იყოს მანდ.

გზა კარგი იყო. ზოგი ამბობს, ტალახიან გზაზე რატომ გაუშვეს, წვიმა იყოო, არაფერი წვიმა არ იყო, მშრალი გზა იყო. ჩემს წინ წამოვიდა, რომ ჩამოვედი, გაჩერებული იყო. გავაჩერე და ვკითხე, რა ხდება, როგორ ხარ-მეთქი, არაფერი, კარგად არის ყველაფერიიო. მუხრუჭებმა ხომ არ გაგიცხელა-მეთქი და არაო, თუ გაგიცხელა, მითხარი მეთქი, არ დამიმალოთქო, არაო რას ამბობ წადი და წამოვალო, ხინკლის შეკვეთა უნდა მიგვეცა" - განაცხადა მძღოლმა რამაზ სებისკვერაძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

იხილეთ ასევე:"4 საათსა და 45 წუთზე ვეკონტაქტე გიდს სერგოს, რომელმაც მითხრა, რომ..." - რას აცხადებს traveler.ge-ს დამფუძნებლი შატილში მომხდარ ავარიაზე?