საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 8 აჭარაში გამოვლინდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 8 აჭარაში გამოვლინდა

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ოთხი საერთაშორისო გადაზიდვების - სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრია, ორი ქობულეთის ბოლო შემთხვევასთან არის კავშირში, ორი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

"გასული 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში დადასტურდა 8 ახალი შემთხვევა, აქედან ორი უკავშირდება საკარანტინო სივრცეს, ანუ დაკავშირებულია საზღვრის კვეთასთან და უცხოეთიდან იმპორტირებული შემთხვევაა. 4 არის რამდენიმე დღის წინ დადასტურებული საერთშორისო გადაზიდვების მძღოლის ოჯახის წევრები, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებოდნენ და გუშინ ჩაუტარდათ კვლევა. ხოლო ორი დაკავშირებულია ქობულეთის ბოლო შემთხვევასთან. ინფიცირებულები გადაყვანილი არიან კოვიდ ცენტეში.

ამ ეტაპზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 30 პაციენტი. მათგან უმეტესობის მდგომარეობა მსუბუქია, რვას აღენიშნება პნევმონია, თუმცა არა მძიმე.

ერთი კვირაა ბათუმსა და ქობულეთში მიმდინარეობს უფასო "პისიარ“ ტესტირება. გუშინ გაუკეთდა კვლევა 116 პირს. უმეტესობის პასუხს ველოდებით დღის ბოლოსთვის ", - განაცხადეს უწყებაში.