Treveler.ge რომ რომელიმე ტურს მსხვერპლით დაასრულებდა, ვიცოდი" - ვინ უჩივლა ტურისტულ კომპანიას ორი წლის წინ - კვირის პალიტრა

Treveler.ge რომ რომელიმე ტურს მსხვერპლით დაასრულებდა, ვიცოდი" - ვინ უჩივლა ტურისტულ კომპანიას ორი წლის წინ

მას შემდეგ, რაც შატილის გზაზე შემზარავი ტრაგედია დატრიალდა სოციალურ ქსელში ტურისტული კომპანია Treveler.ge-ის შესახებ ბევრი უარყოფითი მოსაზრება გამოითქვა.

"ფეისბუქის" მომხმარებლები კომპანიას დაუდევრობასა და ტურისტული მოგზაურობის წესების დარღვევაში სდებენ ბრალს.

AMBEBI.GE -სთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანიის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ტურისტულ მარშუტში მყოფ პირს Treveler.ge-ისთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტისთვის ორი წლის წინ ჰქონდა მიმართული.

მანანა გრიგორიანი ჩვენთნ საუბარში იხსენებს, რომ მან Treveler.ge-ის მეშვეობით კაბადოკიაში იმოგზაურა, რის შემდეგაც კომპანიის წინააღმდეგ განცხადებით ტურიზმის ეროვნულ დეპარტამენტს მიმართა. თუმცა, როგორც გრიგორიანი აცხადებს, უწყებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

"Treveler.ge რომ რომელიმე ტურს მსხვერპლით დაასრულებდა ვიცოდი. კაბადოკიაში ვიყავით, ამ კომპანიის მიკროავტობუსი ისეთი გაუმართავი იყო, გავოგნდით.

ბუნებრივი აირი გროვდებოდა ტრანსპორტში და ხალხი ღებინებით კვდებოდა. შემდეგ გზაში საბურავი გაძვრა და ბათუმში ჩამოსულები ახალ ტრანსპორტში გადაგვსვეს, ისიც ასევე გაუმართავი იყო.

შევიტანე განცხადება ტურიზმის დეპარტამენტში, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. არც დაინტერესებულან დიდად. მითხრეს, ეს კომპანია ჩვენს ბაზებში არ არის დარეგისტრირებულიო" - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბარში მანანა გრიგორიანმა. იხილეთ სრულად