"ბიზნესის ამპლუა ძალიან მომეწონა...ეს არის ისეთივე სიამოვნების მომტანი, როგორიც ჩემი ძირითადი პროფესიაა - პოლიტიკა და უსაფრთხოების სფერო" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი
"ბიზნესის ამპლუა ძალიან მომეწონა...ეს არის ისეთივე  სიამოვნების მომტანი, როგორიც ჩემი ძირითადი პროფესიაა - პოლიტიკა და უსაფრთხოების სფერო" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი
"ბიზნესის ამპლუა ძალიან მომეწონა...ეს არის ისეთივე  სიამოვნების მომტანი, როგორიც ჩემი ძირითადი პროფესიაა - პოლიტიკა დაუსაფრთხოების სფერო" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი

ერ­თმა­ნეთს ამ ზა­ფხულს შევ­ხვდით ურეკ­ში, მისი ოჯა­ხის ზღვის­პი­რა სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც 3 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბულ ულა­მა­ზეს ბაღს, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის მი­ნი­ა­ნა­ლო­გია, მიკ­რო­ზო­ო­პარკს, ბოს­ტანს და სას­ტუმ­როს ბიზ­ნეს­მენ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად უძღვე­ბა. ინ­ტერ­ვი­უს­თვის ად­გი­ლი თა­ვად შე­ვარ­ჩიე - ულა­მა­ზე­სი ბამ­ბუ­კე­ბის ხე­ივ­ნის ბაღი, მყუდ­რო და სა­ა­მო გა­რე­მო ცხოვ­რე­ბის ლი­რი­კა­სა თუ საქ­მი­ან მხა­რე­ზე გუ­ლახ­დი­ლად
სა­სა­უბ­როდ. ჩემი რეს­პონ­დენ­ტი მრა­ვალ­მხრივ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია - ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი, ექ­სპერ­ტი და უკვე ბიზ­ნეს­მე­ნიც - ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე, ფი­ლო­ლო­გი, ჟურ­ნა­ლის­ტი, სა­მარ­თალმცოდ­ნე, სა­ინ­ფორ­მა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი და კი­დევ ვინ მოს­თვლის - რა დიპ­ლო­მი და სერ­თი­ფი­კა­ტი არ აქვს! თუ რო­გორ იქცა სა­ხელ­გან­თქმუ­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი ქალ­ბა­ტო­ნი ბიზ­ნეს­ლე­დით, ამ ამ­ბავს მე და თქვენ
ერ­თად მო­ვის­მენთ.

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე:

- ბიზ­ნეს­ლე­დის ამ­პლუა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, თუმ­ცა დიდი დრო დას­ჭირ­და, ვიდ­რე ბიზ­ნე­სამ­დე მი­ვი­დო­დი. გვი­ან გავ­თხოვ­დი. მე­უღ­ლე - ამი­რან ჩხა­ი­ძე ჩემ­ზე 22 წლით უფ­რო­სია, ქა­ლიშ­ვი­ლი ანა კი 12 წლის წინ შეგ­ვე­ძი­ნა. ბიზ­ნე­სიც ოჯახს მოჰ­ყვა. ჩემი მე­უღ­ლე ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის მო­მენ­ტში უკვე სტა­ჟი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო - ოზურ­გეთ­ში რეს­ტო­რა­ნიც ჰქონ­და, ქარ­ხა­ნაც და ფაბ­რი­კაც, ასე­ვე - ეს სას­ტუმ­რო ურეკ­ში. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მი­უ­ხე­და­ვად ჩემი მებ­რძო­ლი თუ მე­ნე­ჯე­რუ­ლი კუ­თხით აქ­ტი­უ­რი ნა­ტუ­რი­სა, იმ პე­რი­ოდ­ში ბიზ­ნე­სი ნამ­დვი­ლად არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რად­გან ჩემი ცხოვ­რე­ბის შე­უც­ვლელ ნა­წილს მა­ში­ნაც და დღე­საც წარ­მო­ად­გენს პო­ლი­ტი­კა.

საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ნა­ტო­რი­უ­მი იყო, ჩემ­მა მე­უღ­ლემ იმ ძვე­ლი საბ­ჭო­თა სა­ნა­ტო­რი­უ­მი­დან ნამ­დვი­ლი სა­მო­თხე, თა­ნა­მედ­რო­ვე სპა-რე­ზორ­ტი შექ­მნა. მე გა­თხო­ვე­ბის­თა­ნა­ვე და­ვი­წყე ბუ­ღალ­ტე­რი­ის შეს­წავ­ლა. რა­საც ხელს ვკი­დებ, მინ­და, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ვი­ცო­დე, შე­ვის­წავ­ლო, ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ხერ­ხე­მა­ლი კი სწო­რედ ბუ­ღალ­ტე­რი­აა. სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბუ­ღალ­ტე­რი გავ­ხდი და ამით მე­უღ­ლე­საც ძა­ლი­ან ვეხ­მა­რე­ბო­დი. ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა და დღე­საც მი­მაჩ­ნია, რომ ცოლ-ქმა­რი, ოჯა­ხის მიღ­მაც, საქ­მე­ში, ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ხარ უნდა იყ­ვნენ, ერ­თმა­ნეთს და­ეყ­რდნონ. იმის­თვის, რომ მე ძლი­ე­რი და ღი­რე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, მეს­წავ­ლა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ბიზ­ნე­სის­თვის იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ინ­ტე­რე­სიც თან­და­თან მო­ვი­და. თუ სად­მე ვარ, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მქონ­დეს, ჩემი ხელ­წე­რა უნდა შევ­ქმნა და კვა­ლიც დავ­ტო­ვო.

მი­რა­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სად­მი ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნია, ჩვენს შე­უღ­ლე­ბამ­დე კი გა­ცი­ლე­ბით მომ­თხოვ­ნი ყო­ფი­ლა. ცო­ლად რომ შე­მირ­თო, სას­ტუმ­როს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, იფიქ­რეს, რად­გან ქალი ვი­ყა­ვი, უფრო ნა­ზიც ვიქ­ნე­ბო­დი და ამი­რა­ნის სიმ­კაც­რე­საც გა­ვა­ნე­იტ­რა­ლებ­დი. სი­ნამ­დვი­ლე­ში პი­რი­ქით მოხ­და, რად­გან ბიზ­ნე­სის მარ­თვა­ში არა­ნაკ­ლებ პრინ­ცი­პუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა, ცოტა ხის­ტიც გა­მოვ­დე­ქი.

რო­დე­საც ამი­რან­მა და­ი­ნა­ხა მი­სი­ვე კა­ლიბ­რის მე­უღ­ლე, თვი­თონ უფრო ლი­ბე­რა­ლუ­რი გახ­და და ბევ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩემ­ზე გად­მო­ა­ნა­წი­ლა. ბევ­რმა ამ­ბავ­მა ჩემს ზურ­გზეც გა­და­ი­ა­რა. არ მინ­და უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლის იმ წლე­ბის გახ­სე­ნე­ბა, რო­დე­საც ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვას აპი­რებ­დნენ, ისე­ვე, რო­გორც ძა­ლი­ან ბევ­რს წა­არ­თვეს, მაგ­რამ ფაქ­ტია, ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა იყო, რა­ი­მეს გარ­კვე­ვა თუ სხვა რამ, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, თა­ნაბ­რად ვი­ნა­წი­ლებ­დი.

არც ერთი ჩემი პრო­ფე­სი­ის­გან მი­მი­ღია იმგვა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა, ბედ­ნი­ე­რი გან­ცდა, რაც პან­დე­მი­ის კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში შე­ვიგ­რძე­ნი - ჩემი შვი­ლის­თვის, ანას­თვის და­ზო­გილ თან­ხას ვრი­ცხავ­დით ჩვე­ნი სას­ტუმ­როს ან­გა­რიშ­ზე და ამ ფუ­ლით სას­ტუმ­როს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნეთ სა­მუ­შაო ად­გი­ლი და ხელ­ფა­სი. ამით და­მა­ტე­ბით ტვირ­თად აღარ და­ვა­წე­ქით სა­ხელ­მწი­ფოს, რად­გან ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბის იმე­დად არ დავ­ტო­ვეთ. ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა სა­ყო­ველ­თაო გა­ჭირ­ვე­ბი­სას ხე­დავ შენი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის იმე­დი­ან თვა­ლებს, რომ უამ­რა­ვი მათი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის­გან გან­სხვა­ვე­ბით მათი ოჯა­ხე­ბი მში­ე­რი და და­უც­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბა და შენ ეს შე­ძე­ლი.

მარ­თა­ლია, ბუ­ნებ­რი­ვად და ჰარ­მო­ნი­უ­ლად გავ­ხდი ბიზ­ნეს­ში ერთი მთლი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლი, ამ ბიზ­ნე­სი­დან მა­ინც ვერ ვგრძნობ­დი იმ უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას, რაც ჩემ­თვის მოჰ­ქონ­და, ვთქვათ, უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას ან პო­ლი­ტი­კას, ანა­ლი­ტი­კას და ა.შ. ვიდ­რე სა­კუ­თა­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბიზ­ნე­სი არ და­ვი­წყე...

სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტი ვარ და რო­დე­საც ორი წლის წინ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ლი­დე­რი ქა­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მეც მი­მიწ­ვი­ეს, რო­გორც ბიზ­ნეს­სა და პო­ლი­ტი­კა­ში თა­ნა­ბა­რი ძა­ლის­ხმე­ვის ჩამ­დე­ბი, ლი­დე­რი ქალი. მათ­თვის სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა. ყა­ზახ ქალ­ბა­ტო­ნებს შო­რის აღ­მოჩ­ნდა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ჩი­ნე­ლი ახალ­გა­ზარ­და ქალი ჩი­ნე­თის ქა­ლაქ შენ­ჟე­ნი­დან, იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორი ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი. სწო­რედ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით და­ი­წყო ჩემი პი­რა­დი სე­რი­ო­ზუ­ლი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა და მას შემ­დეგ გავ­ხდი, თუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ნამ­დვი­ლი ბიზ­ნეს­ლე­დი.
ხათუნა ლაგაზიძე
და­ვი­წყეთ ფიქ­რი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩემი პარტნი­ო­რი ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­და ქარ­თუ­ლი ღვი­ნით. დღეს ის უკვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სო­მე­ლი­ეა, ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და უკვე შვიდ­ჯერ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. მის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა კი არ არის, არა­მედ - ინ­სპი­რა­ცი­აა. ჩვენ ერ­თად შევ­ქმე­ნით ქარ­თულ-ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და სხვა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ჩი­ნეთ­ში ექ­სპორ­ტით ჩი­ნე­ლებს სა­უ­კე­თე­სო რა­კურ­სით აც­ნობს ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ას და მას­თან ერ­თად ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა­საც.

მან ჩი­ნეთ­ში და­ა­ფუძნა კომ­პა­ნია სა­ხელ­წდო­ე­ბით "ქარ­თვე­ლი", რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­ში ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი­სა და კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ახ­დენს. მოკ­ლედ, ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის, ბი­ოგ­რა­ფი­ის ცალ­კე თავი და ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

- მეღ­ვი­ნე­ო­ბაც პრო­ფე­სი­უ­ლად შე­ის­წავ­ლეთ?

- მეღ­ვი­ნე­ო­ბის კუ­თხით ჯერ­ჯე­რო­ბით თვით­ნას­წავ­ლი ვარ. ამ­ჟა­მად ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის "გაკ­ვე­თი­ლებს" ვი­ღებ ჩვე­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი სო­მე­ლი­ეს­გან - დეა ფურ­ცე­ლა­ძის­გან, ჩემი მე­უღ­ლეც ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გია და მის­გა­ნაც ვსწავ­ლობ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის ის­ტო­რია-ტექ­ნო­ლო­გი­ას, ბაზ­რის პრინ­ცი­პებს, ასე­ვე, ვი­ღებ ინ­ფორ­მა­ცი­ებს მსოფ­ლი­ოს ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბელ ქვეყ­ნებ­სა და ბაზ­რებ­ზე. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო მხო­ლოდ კერ­ძო გაკ­ვე­თი­ლებს ვჯერ­დე­ბი, სა­მო­მავ­ლოდ კი ვა­პი­რებ, შე­სა­ბა­მი­სი კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რო და უფრო პრო­ფე­სი­უ­ლად ჩავ­წვდე ღვი­ნის წარ­მო­ე­ბას.

- რა არის თქვენ­თვის ღვი­ნო და მეღ­ვი­ნე­ო­ბა?


- თავ­და­პირ­ვე­ლად მა­ო­ცებ­და ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი, დღეს ღვი­ნის სფე­რო­ში 2-წლი­ან­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ თა­ვად აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნა ღვი­ნო, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა და მის­ტი­კა. მსოფ­ლი­ო­ში ღვი­ნის ყვე­ლა­ზე დიდ - დი­უ­სელ­დორ­ფის გა­მო­ფე­ნა­საც და­ვეს­წა­რი და იქ მივ­ხვდი, რომ ღვი­ნო მის­ტი­კა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას შო­რის გა­დე­ბუ­ლი ხი­დია; ღვი­ნო, ფაქ­ტობ­რი­ვად, არის მეც­ნი­ე­რე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის, მის­ტი­კის, ერ­თგვა­რად - ას­ტრო­ნო­მი­ის ნა­ზა­ვი. იმა­ვე გა­მო­ფე­ნა­ზე ვიგ­რძე­ნი, რა მო­წი­წე­ბით არი­ან მსოფ­ლი­ოს მეღ­ვი­ნე­ე­ბი ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სად­მი და რა დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს ქარ­თულ ღვი­ნოს - ქვევ­რის ღვი­ნოს ვგუ­ლის­ხმობ. ჰონ­კონ­გის ღვი­ნის გა­მო­ფე­ნა­საც ვსტუმ­რობ­დი. ამ ეტაპ­ზე სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ე­ბი დაკ­ვე­თით გვიმ­ზა­დე­ბენ კონ­კრე­ტულ ღვი­ნო­ებს, რომ­ლებ­საც ჩი­ნეთ­ში ვაგ­ზავ­ნით. ვმუ­შა­ობთ კა­ნა­დუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი და ფრან­გუ­ლი ბაზ­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ზეც. ვა­წარ­მო­ებთ "ქისს", "სა­ფე­რავს", "მწვა­ნეს", "ყვა­რელს"... მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ და გავ­ლე­ნი­ან ღვი­ნის კონ­კურ­სზე - დე­კან­ტე­რის კონ­კურ­სზე ჩვენ­მა "ქის­მა" პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა - 100 ქუ­ლი­დან 97 მი­ი­ღო. ამ­ჯე­რად "სა­ფე­რა­ვი" გა­ვაგ­ზავ­ნეთ და იმე­დია, წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევთ. მარ­თა­ლია, კო­რო­ნა­ვირუს­მა ბევ­რი რამ შე­ა­ფერ­ხა, მაგ­რამ... მჯე­რა, ჩვენს ბიზ­ნესს კარ­გი მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბა. ჩემ­მა პარტნი­ორ­მა შენ­ჟენ­ში ღვი­ნის მა­ღა­ზია გახ­სნა და დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. რო­დე­საც ღვი­ნის ბიზ­ნე­სით ჩემი პირ­ვე­ლი ფული ვი­შო­ვე, მივ­ხვდი, რომ ეს არის უდი­დე­სი აზარ­ტი და ისე­თი­ვე სი­ა­მოვ­ნე­ბის, თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბის მომ­ტა­ნი, რო­გო­რიც ჩემ­თვის ჩემი ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სი­აა - პო­ლი­ტი­კა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო. მით უფრო, რომ აქ მხო­ლოდ ფულს კი არ აკე­თებ, არა­მედ შენი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობ ხელს, ფაქ­ტობ­რი­ვად, შენი ქვეყ­ნის ელჩი ხარ. რამ­დენ­ჯერ სი­ა­მა­ყის ცრემ­ლე­ბი მომ­სვლია, რო­დე­საც თუნ­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­ე­ტე­ტი ჰქო­ნი­ათ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მი­მართ. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები