"რომ მითხრა, ტყუპს ველოდებოდი, ვუთხარი, ალბათ, ცდები-მეთქი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ტყუპის დედა გავმხდარიყავი" - კვირის პალიტრა

"რომ მითხრა, ტყუპს ველოდებოდი, ვუთხარი, ალბათ, ცდები-მეთქი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ტყუპის დედა გავმხდარიყავი"

ტყუპის მიმართ ყოველთვის და ყველგან განსაკუთრებული ინტერესი და სითბო იგრძნობა. ისინი მუდამ ყურადღებას იქცევენ. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი სხვადასხვა ასაკის რამდენიმე ტყუპია.

ანასტასია და იოანე ლალიაშვილები

თინა კახაძე, დედა: - საოცარი ემოცია იყო, როცა მამასთან (ლადო კახაძე) მივედი ექოსკოპიაზე და მითხრა, რომ ტყუპს ველოდებოდი. მახსოვს, წამოვჯექი და ვუთხარი, ალბათ, ცდები-მეთქი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ტყუპის დედა გავმხდარიყავი. 39 წლის ვიყავი და მამაც და მისი კოლეგა და მეგობარი ამირან ქორიძეც მეუბნებოდნენ, რომ აუცილებელი იყო საკეისრო კვეთა, რაზეც უარს ვაცხადებდი, მაგრამ ბოლოს დამითანხმეს, თუმცა ისე მინდოდა ფიზიოლოგიური მშობიარობა, დანიშნულ დროზე ადრე ვიმშობიარე. მყავს უფროსი ვაჟი, რომელიც 17 წლის არის.

ტასო მე მგავს, ივა - მამას. ხასიათი ორივეს არაჩვეულებრივი აქვს. ისე გახდნენ ოთხი წლის, მათი ჩხუბი არ მახსოვს. ივა ძალიან თბილია, ტასო - ძალიან პრანჭია. ორჯერ დარჩნენ ერთმანეთის გარეშე და არ მოეწონათ. თუ ერთს შენიშვნას მივცემთ, მეორე ესარჩლება. უფრთხილდებიან ერთმანეთს. შეუძლიათ ცალ-ცალკე (ოღონდ ერთ ოთახში) ითამაშონ და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, თუმც სხვა ყველაფერს ერთად აკეთებენ. ერთს თუ შია, მეორესაც აუცილებლად მოშივდება, ერთი თუ მიდის დასაძინებლად, მეორეც მაშინვე ემზადება. უამრავი ლექსი იციან და ცოტ-ცოტას მღერიან კიდეც. ქართულ ცეკვაზე გიჟდებიან. უყვართ ბავშვები, ბაღში არაჩვეულებრივად იქცევიან, დილა-საღამოს `მამაო ჩვენოს~ ამბობენ. მგონი, ძალიან ქება გამომივიდა, მაგრამ ყველაფერი მართლაც ასეა. (იხილეთ სრულად)