"ხვალ და ზეგ ძალიან ბევრი ოჯახი აღმოჩნდებოდა ჩემს მდგომარეობაში" - კვირის პალიტრა

"ხვალ და ზეგ ძალიან ბევრი ოჯახი აღმოჩნდებოდა ჩემს მდგომარეობაში"

პირველად 2017 წელს განვაცხადე, რომ თუ თემირლანის მკვლელობას პასუხი არ გაეცემოდა, ხვალ და ზეგ ძალიან ბევრი ოჯახი აღმოჩნდებოდა ჩემს მდგომარეობაში. ვიცოდი, რომ ეს აქამდე მივიდოდა, რა სისტემის ხელში ვართ და რა სიბინძურეა დღევანდელი "ქართული ოცნება", - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია და მისი მკვლელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკავშირდება.

„სოლიდარობას ვუცხადებ ამ ოჯახს და ყოველთვის მათ გვერდში ვიქნები, სანამ ისინი არ მიაღწევენ სამართლიანობას, ასევე, სისტემის მიერ დაჩაგრული ყველა ადამიანის გვერდით ვიქნები ყოველთვის. მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვი არის მოკლული. მის სიკვდილში ხელი ურევია პირდაპირ სუს-ს, დღევანდელი ხელისუფლების ხერხემალი სუს-ია. დღევანდელ ქვეყანაში პროკურატურა და სასამართლო არ არსებობს, ასრულებენ მხოლოდ ბინძურ დაკვეთებს.

ამ ბრძოლის მოგების ერთადერთი გამოსავალია სამართლიანი ხალხი, რომელსაც სხვის გასაჭირზე შესტკივა გული“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"