"უჭირ­დათ და იმი­ტომ წა­ვიდ­ნენ ასეთ რთულ სა­მუ­შა­ო­ზე" - რას ამბობს თვითმხილველი ალიში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"უჭირ­დათ და იმი­ტომ წა­ვიდ­ნენ ასეთ რთულ სა­მუ­შა­ო­ზე" - რას ამბობს თვითმხილველი ალიში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა

30 აგვისტოს, ხაშურის სოფელ ალიში ტრაგედია დატრიალდა. რუისელი ძმები - წიტარიშვილები ხაშურის მუნიციპალიტეტში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები. ისინი წლებია ჭების გათხრასა და დასუფთავებაზე მუშაობდნენ. ამჯერად ჭის დასუფთავება სურდათ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავდაპირველად ჭაში სამუშაოდ უმცროსი ძმა ჩავიდა. ჩაიხსნა თოკი და დაიწყო მუშაობა, მაგრამ ცოტა ხანში დახმარება ითხოვა, საშველად სასწრაფოდ ჭაში მისი უფროსი ძმა ჩავიდა, როგორც ფაქტის თვითხილველი ამბობს, იგი შეეცადა ძმა იქიდან ამოეყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც ცუდად გახდა და ორივე ჭაში ჩავარდა.

ფაქტის თვითმხილველმა მამაკაცმა სასწრაფოდ პოლიცია და მაშველები გამოიძახა, მაგრამ იქ მოსულ სამართალდამცავებს და მაშველებს ძმები უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ძმების ცხედრები მაშველებმა ჭიდან ამოიყვანეს და გორის პროზექტურაში გადაასვენეს.

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ამაზე ჯერ არავინ ლაპარაკობს. ფაქტის გამოძიება სსკ 116-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ერთი ვერსიით, ჭაში დიდი რაოდენობით გაზი იყო დაგროვილი და სავარაუდოდ, ამან შეიწირა ძმების სიცოცხლე.

ცხედრებს გორის პროზექტურიდან რუისში, ბიჭების სახლში გადაასვენებენ. მერის წარმომადგენელმა სოფელ რუისში გია კუთხაშვილმა გვითხრა, - გარდაცვლილები ძალიან მშრომელი, პატიოსანი ბიჭები იყვნენო.

"ძალიან სამწუხარო ამბავია, გარდაცვლილები ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები იყვნენ. გვარად წიტარიშვილები, 25-დან 30 წლამდე ასაკის ბიჭები. ძალიან მშრომელი და კარგი ახალგაზრდები. ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს, უჭირთ ეკონომიურად და ბიჭები ფიზიკურად შრომობდნენ. უჭირდათ და იმიტომ წავიდნენ ასეთ რთულ სამუშაოზე. როგორც ვიცი, უფროსი ძმა დაოჯახებული იყო. ჭის სპეციალისტები იყვნენ და ხშირად მუშაობდნენ ამ საქმეზე. იქ რა მოხდა, არ ვიცით. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს", - გვითხრა მან.  გაგრძელება