"რუ­სე­თი­დან ხში­რად ურე­კა­ვენ ცნო­ბი­ლი კო­ლე­გე­ბი. ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ხში­რად კი­თხუ­ლობს" - სად გაერიდა ქალაქს ბუბა კიკაბიძე და რა მოსწერა 20 წლის გოგომ რუსეთიდან - კვირის პალიტრა

"რუ­სე­თი­დან ხში­რად ურე­კა­ვენ ცნო­ბი­ლი კო­ლე­გე­ბი. ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ხში­რად კი­თხუ­ლობს" - სად გაერიდა ქალაქს ბუბა კიკაბიძე და რა მოსწერა 20 წლის გოგომ რუსეთიდან

ბუბა კიკაბიძე ორი თვის წინ 82 წლის გახდა, თუმცა წლები მის პოპულარობას ვერაფერს აკლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში კონცერტი აღარ ჩაუტარებია, მაგრამ სცენაზე დგომა და კონცერტები მაინც არ აკლია. ახლაც, ეპიდემიური მდგომარეობის გაუარესების გამო რამდენიმე ქვეყანაში მისი 15-მდე კონცერტი გაუქმდა, მიწვეული იყო რამდენიმე ფესტივალზეც...

მობილური ტელეფონი აღარ აქვს, უარი თქვა, რადგან ხშირად ურეკავდნენ ჟურნალისტები და პოლიტიკური შინაარსის კითხვებს უსვამდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ მომღერალი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ დიდი სიმპათიით არის განწყობილი და "ოცნების" მთავრობასთან ვერ "მეგობრობს", ამიტომაც ბუბას ყველა ინტერვიუს მოჰყვებოდა ხოლმე უამრავი ინტერპრეტაცია... დაბადების დღეზე რუსეთიდან კოლეგები ვერ ჩამოვიდნენ, პანდემიამ შეუშალათ ხელი. თუმცა საღამო შედგა, მაგრამ საკონცერტო დარბაზის ნაცვლად ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში.

ახლა კახეთშია, საყვარელი საქმიანობით, თევზაობით არის დაკავებული... როგორ გრძნობს თავს "ქართული ავიაციის მთავარი მიმინო", ამის თაობაზე მისი პროდიუსერი რატი აბზიანიძე გვესაუბრა:

- ათი წელია უკვე, რაც ასეთი ტრადიცია გვაქვს - ბატონი ბუბა თავის დაბადების დღეს ბათუმში კონცერტით აღნიშნავს. წელს ხელი პანდემიამ შეგვიშალა და კარგი ალტერნატივა გამოჩნდა რესტორან "სანრემოს" სახით, თუმცა იუბილეს უფრო კონცერტისა და გალა ვახშამის სახე ჰქონდა, რომელსაც ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა. საერთოდ, ბუბას დაბადების დღე 19 ივლისს აქვს და ერთი თვის ინტერვალში ვაკეთებთ ხოლმე კონცერტს, რომელსაც საიუბილეოს ვარქმევთ. წარმოუდგენელი იყო პანდემიის პირობებში წესების სრული დაცვით ასეთი საღამოს გამართვა, მაგრამ ძალიან მადლიერები ვართ რომ გამოგვივიდა.

- დაბადების დღე ალბათ ცნობილმა მეგობრებმაც მიულოცეს...

- ერთ-ერთი პირველი, ვინც მიულოცა, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი იყო.

- მიხეილ სააკაშვილმა არ მიულოცა?

- არ ვიცი ზუსტად, შეიძლება მიულოცა. ზოგადად, ამ დროს ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი ულოცავს ხოლმე...

- როგორ გრძნობს თავს ბატონი ბუბა, კარანტინის დროს ხომ არ გაუჭირდა მუდმივად სახლში ყოფნა...

- მართალია, უკვე 82 წლის შესრულდა, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით ძალიან კარგად გრძნობს თავს. პანდემიის დროს ბუბა სულ სახლშია. ხშირად უთქვამს ინტერვიუებში, რომ სცენარს წერს და ამ პერიოდში მისი ხელახლა გადაკითხვითა და გასწორებით იყო დაკავებული. პანდემიის გამო უამრავი კონცერტის გადადება მოგვიხდა - უკრაინაში, ყაზახეთში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში და საქართველოში, ასევე მიწვეული იყო სხვადასხვა ფესტივალებზე... გაგრძელება

იხილეთ ასევე: "მე და ბუბას უსიამოვნება არასდროს გვქონია, ბუბულიკოს ვეძახი. რომ დავურეკავ, ისე გაიხარებს, "ვაი, შენ გენაცვალე, ნანუო"..."