"ჯეკო ფოტოებს გვიღებდა, უცებ სხვას გადასცა ფოტოაპარატი, ბეჭედი ამოიღო და ცოლობა მთხოვა. პირველ რიგში, მამას შევხედე..." - კვირის პალიტრა

"ჯეკო ფოტოებს გვიღებდა, უცებ სხვას გადასცა ფოტოაპარატი, ბეჭედი ამოიღო და ცოლობა მთხოვა. პირველ რიგში, მამას შევხედე..."

25 აგვისტოს, მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 5054 მეტრზე, 26 წლის დუშელმა ბიჭმა - ჯეკო დამაცალაშვილმა თავის ლამაზ შეყვარებულს, 22 წლის გურანდა ჭინჭარაულს საოცარი სიურპირიზი მოუწყო: მწვერვალზე პირველად ასული გოგონა ხედებით ტკბებოდა, როცა შეყვარებულმა ყველაზე ორიგინალურად სცადა მისთვის სიყვარულის დამტკიცება - ცოლობა სთხოვა და ნიშნობის ბეჭედი თითზე წამოაცვა. ამ ლამაზი ცერემონიალის მოწყობაში ჯეკოს მეგობრები დაეხმარნენ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან

ჯეკო: - გურანდას მამიდაშვილი ჩემი კლასელი იყო და "ფეისბუკში" აღმოვაჩინე. ძალიან მომეწონა. მერე საუბარში შევიტყვეთ, რომ ჩვენი დედები კლასელები იყვნენ და ესეც მნიშვნელოვანი გახლდათ ჩემთვის. პირველად კულტურის სახლში დავპატიჟე, მერე კონცერტზე წავედით. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა...

გურანდა: - 2 კვირა ინტერნეტით გვქონდა კომუნიკაცია, შემდეგ დამპატიჟა გოდერძი ჩოხელის წიგნის პრეზენტაციაზე. 8 მარტს ბაზალეთზე წავედით, იქ საოცარი სიურპრიზი მომიწყო: ნავით რომ გავისეირნეთ ერთად, ეს ჩვენი მეოთხე შეხვედრა იყო. როცა ტბაში გარკვეულ მანძილზე შევცურეთ, ჯეკომ ჩვენ შორის ჩადგა ყუთი, რომელსაც ლამაზი, თეთრი გადასაფარებელი ეფარა, შემდეგ ხილის ასორტი, შამპანური და ჭიქები დადგა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ მის დედასა და დას გაემზადებინათ ეს ხილის ასორტი.

მანამდე პატარა მწვერვალზეც არ ვიყავი ნამყოფი, არათუ მყინვარწვერზე. მაგრამ ჩემს თავში ვიყავი დარწმუნებული, ავიდოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისგან გაგებული მქონდა, რთული გზა იყო. ნახევარ საათზე მეტხანს იქ გაჩერება არ არის რეკომენდებული. ულამაზესი ხედებით ვტკბებოდით, მართლა საოცარია იქაურობა და ამ დროს, ასვლიდან 5 წუთში მოხდა ეს ყველაფერი. ჯეკო ფოტოებს გვიღებდა, უცებ სხვას გადასცა ფოტოაპარატი, ბეჭედი ამოიღო და ცოლობა მთხოვა.

- პირველ რიგში, მამას შევხედე. თავიდან ვიფიქრე, მამამაც იცოდა, ეს რომ იგეგმებოდა... მას მშვიდი და ღმილიანი სახე ჰქონდა. ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჯეკოსა და მამას შორის. ჩემი ოჯახის წევრებმაც მერე გაიგეს".

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 3 სექტემბრის ნომერში

თეა ხურცილავა