"იმდენად ძლიერი ხმა იყო, მეზობელ უბნებშიც გაისმა... ახლოს რომ მივედი დავინახე, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იყო, ტანსაცმელი მთლიანად შემოხეული ჰქონდა"
"იმდენად ძლიერი ხმა იყო, მეზობელ უბნებშიც გაისმა... ახლოს რომ მივედი დავინახე, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იყო, ტანსაცმელი მთლიანად შემოხეული ჰქონდა"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

პირველადი ინფორმაციით, კლუბ "დეჟავუში" სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქებას იმდენად ძლიერი ხმა ჰქონდა, რომ ის მეზობელ უბნებშიც გაიგეს.

"აქვე, სამკერვალო სალონში ვმუშაობ. იმდენად ძლიერი ხმა იყო, შენობა,
სადაც ვმუშაობ, ზანზარებდა, რამდენიმე წამით სმენაც კი დაგვეხშო. გარეთ რომ გამოვედით ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩის ის მონაკვეთი კვამლით იყო დაფარული. შემდეგ გავიგეთ, რომ აფეთქება მომხდარა. გვითხრეს, რომ მუშები მუშაობდნენ და მსხვერპლიც იყო.
ახლობლები მეზობელი უბნებიდან გვირეკავდნენ, იმდენად ძლიერი ხმა იყო, რომ გვეკითხებოდნენ რა მოხდა", - უთხრას kvirispalitra.ge-ს
თვითმხილველმა.

კიდევ ერთი თვითმხილველი, რომელიც ჩაჩავას კლინიკაში მუშაობს, მომხდარზე საუბრობს:

"ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე, შენობის შიგნით ვიყავი, მეგონა აქ აფეთქდა რაღაც, გარეთ რომ გამოვედი, ქუჩაში საშინელი კვამლი იდგა. მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ათი ადამიანი იყო შეკრებილი. ახლოს რომ მივედი დავინახე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი იყო, როგორც ჩანს, სხეული დამწვარი ჰქონდა. ტანსაცმელი მთლიანად შემოხეული ჰქონდა. სავარაუდოდ, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი იქნება. როგორც გავიგე, დაშავდა კიდევ ერთი გამვლელი ახალგაზრდა მამაკაცი.

ამბობენ, მუშები კონდიციონერს აყენებდნენ, ერთი-ერთი ვერსით "ფრეონს" ტვირთავდნენ. აფეთქების შემდეგ, კონდიციონერი ძირს ეგდო. იმდენად ძლიერი იყო ხმა, რომ ერთ-ერთ ავტომანქანას ე.წ. ბალიშები გაეხსნა. ამ ავტომანქანში 2 გოგო იჯდა, სავარაუდოდ ამ გოგოებმაც მიიღეს დამწვრობა, დავინახე რომ ყინულებს ადებდნენ", - ამბობს თვითმხილველი.

კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, გარდაცვლილი მუშა კონდიციონერს ამონტაჟებდა: "შენობა შიგნით ჩამონგრეულია. ამბობენ, აფეთქების შემდეგ საშინელი სუნი და ნაცრისფერი კვამლი იდგა. როგორც გავიგე, 3 საათით ადრე, სანამ აფეთქება მოხდებოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი სუნი იგრძნეს.


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები