"ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს ამ გო­გო­ნე­ბის ამ­ბა­ვი, მაგ­რამ მათი ოჯა­ხე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია, რომ..." - როგორია შატილის ავარიას გადარჩენილი გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს ამ გო­გო­ნე­ბის ამ­ბა­ვი, მაგ­რამ მათი ოჯა­ხე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია, რომ..." - როგორია შატილის ავარიას გადარჩენილი გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"ხატია გონზე მოვიდა, თუმცა ლაპარაკით, ჯერ ვერ ლაპარაკობს" - როგორია შატილის ავარიას გადარჩენილი გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

23 აგვისტოს, ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსი თითქმის 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ტურისტული ტურის 20 მგზავრიდან 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩნენ: ხატია დევსურაშვილი, თამარ არღვლიანი და ნატა თხელიძე, რომლებიც კლინიკაში რჩებიან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკით. რატიანის თქმით, გამოჯანმრთელებამდე მათ ძალიან მძიმე გზის გავლა მოუწევთ.

ambebi.ge 23 წლის ხატია დევსურაშვილის ახლობელს ესაუბრა, რომლის თქმითაც:

"ხატიას მდგომარეობა სტაბილურია, გონზე მოვიდა, თუმცა ლაპარაკით, ჯერ ვერ ლაპარაკობს. კონკრეტულად ჩვენც არ გვეუბნებიან, რა სახის დაზიანებები აქვს, ჯერ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს, მთავარია, სტაბილურობა შენარჩუნდეს. ბევრს აინტერესებს ამ გოგონების ამბავი, მაგრამ მათი ოჯახები გაფრთხილებულია, რომ არაფერი თქვან, ინფორმაცია კონფიდენციალურია, შეიძლება დღეს ასეა მდგომარეობა, მაგრამ ხვალ შეიცვალოს, ამიტომ ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ მხოლოდ ექიმი ლევან რატიანი გაავრცელებს. იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ეტაპზე გოგონების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხატია სტუდენტია, ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობს. პარალელურად, რუსთავში "ბაგის" ფირმის მაღაზიებში პროვაიდერია. გოგონას მოგზაურობა ძალიან უყვარს, შატილში კი პირველად იყო". გაგრძელება