"ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მა­ნად­გუ­რეს, რის ფა­სად დაგ­ვიჯ­და ეს გვა­რი" - როგორ ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელსაც მამა არ აღიარებს - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მა­ნად­გუ­რეს, რის ფა­სად დაგ­ვიჯ­და ეს გვა­რი" - როგორ ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელსაც მამა არ აღიარებს

"მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ გაიგო ჩვენი არსებობის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილის საშუალებით დამიკავშირდა"

ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ძმა ალეკო ივანიშვილი ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე გაეხვა სკანდალში, მაშინ, როცა მედიაში დაიბეჭდა ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები მზია ხინჩაგაშვილის ინტერვიუ, ქალი ამბობდა, რომ მას წლების წინ ალეკო ივანიშვილისგან გოგონა, თეონა შეეძინა. ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ალეკო ივანიშვილმა შვილი ოფიციალურად არ აღიარა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, დედა-შვილს წლების განმავლობაში ფულს უხდიდა და თბილისში ბინაც უყიდა. ამის შემდეგ უკვე დედა თეონას კანონიერ შვილად აღიარებას და ივანიშვილების გვარს ითხოვდა.

სასამართლო წლები გაგრძელდა და საბოლოოდ, 2020 წლის მარტში თეონა ხინჩაგაშვილის გამარჯვებით დასრულდა. 12 მარტს ქართულმა სასამართლომ დადგენილება გამოიტანა და თეონა ხინჩაგაშვილი ალექსი(ალეკო) ივანიშვილის კანონიერ შვილად ცნეს და ივანიშვილის გვარი მიიღო, ახლა ის ორივე გვარს ატარებს.

დედა-შვილი ვლადიკავკაზში ცხოვრობს. თეონას ქმარი ხაშურიდან არის. ცნობილი ოჯახის კანონიერი მემკვიდრე ორ ვაჟს ზრდის. როგორ შეიცვალა დედა-შვილის ცხოვრება მას შემდეგ, რაც თეონამ მამის გვარი მიიღო, ამის შესახებ თავად გვიამბეს:

მზია ხინჩაგაშვილი:

- ვლდაკავკაზში ვცხოვრობთ, ვცდილობთ, რომ კარგად ვიყოთ, მაგრამ ძალიან გვიჭირს. საუბარს ასე დავიწყებ - თეონა რომ კანონიერ შვილად ეღიარებინა ალეკო ივანიშვილს, პირდაპირ სასამართლოში არ გავქცეულვართ. ჩვენ შესახებ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ჟურნალის საშუალებით მივაწვდინე ხმა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. როდესაც ჩემი შვილის არსებობის შესახებ გაიგო, მას შემდეგ ყოველთვის გვეხმარებოდა. ჟურნალამდეც ვცდილობდი, რომ დავკავშირებოდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ გაიგო ჩვენი არსებობის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილის საშუალებით დამიკავშირდა. შევხვდით ერთმანეთს, სურათები ვაჩვენე, რამდენიმე კითხვა დამისვა. მათთვის გასაგები გახდა, რომ არ ვტყუოდით და ბიძინა ივანიშვილმა დახმარება დაგვინიშნა.

შემდეგ ბატონი ბიძინა პრემიერ-მინისტრი გახდა და 2015 წლის იანვრიდან შეწყდა ჩვენი დაფინანსება. მანამდე, როცა გვეხმარებოდა, ჩვენთვის ჩუმად ვცხოვრობდით, არსად არ ვიღებდით ხმას, ველოდებოდით, რომ მამა აუცილებლად ნახავდა თეონას, რისი იმედიც ირაკლი ღარიბაშვილმა მოგვცა. თეონასთვის დახმარების შეწყვეტის შემდეგაც პირდაპირ ტელევიზიებში კი არ გავიქეცით, მივდიოდით "ქართუ" ბანკში, ოფისში, ვეხვეწებოდით, რომ თუ ვინმეს შეეძლო, ბატონი ბიძინასთვის და ალეკოსთვის დახმარების შეწყვეტაზე ამბავი მიეტანათ.

გაუბედურებული ქალი ვარ, ჯანმრთელობით განახევრებული. ჩემი შვილი პატრონიანია, მაგრამ უპატრონოდ დარჩენილი. სხვათაშორის, ანზორ ჩუბინიძესთანაც ვიყავით და გვითხრა, მამამისს, ალეკოს მიაკითხეთო. როდესაც ალეკოს მივაკითხეთ, ისტერიკაში ჩავარდა, რა შვილი, რის შვილიო, ჩხუბი დაიწყო. სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩა და მივაკითხეთ სასამართლოს. ორი წლის განმავლობაში ჩვენი ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე დასდევდა ალეკოს, რომ სასამართლოს უწყება ჩაებარებინა და მართლა იძულებით მივიდა სასამართლოში. მორალზეც მინდოდა მეჩივლა, მაგრამ მორალის არმქონე კაცს, ამაზე როგორ ვუჩივლო?! ეკლესიაში რომ შედის, როგორ არ სცხვენია?!

- ჩივილის შემდეგ როგორ გაგრძელდა საქმე?

- სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, თეონა 99.9999%-ით ალეკოს შვილია. სასამართლომ გამოიტანა სამართლიანი გადაწყვეტილება და სამართლიანობამ გაიმარჯვა. ამის შემდეგ, ალეკომ ორჯერ გვიჩივლა, ჩემი შვილი არ არისო. ყველა ინსტანციაში გავიმარჯვეთ. მადლობა სამხარაულის ექსპერტიზას და სასამართლოს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ივანიშვილების მიერ კიდევ ერთხელ გადაგდებულ და მიტოვებულ შვილს ადვოკატმა ლია ხუციშვილმა და ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა კონსულტაციები გაუწიეს. ლია ხუციშვილმა, ჩვენმა ადვოკატმა, "კაპიკი" არ აიღო, მას შემდეგ მეშინია, პრობლემები არ შეექმნას ქალბატონ ლიას. გაგრძელება