"სნაჩალა პადუმაი, პატომ გავარი!" - კვირის პალიტრა

"სნაჩალა პადუმაი, პატომ გავარი!"

ცნობილი ოლიგარქების, რომან აბრამოვიჩისა და ოლეგ დერიპასკას მეუღლეების - დაშა ჟუკოვასა და პოლინა დერიპასკას საიტზე, Spletnik.ru, რომელიც მსოფლიო შოუბიზნესის ახალ ამბებს განიხილავს, ხშირად ჭორაობენ რუსეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ ქალბატონებზე.

დროდადრო წააწყდებით არც ისე სასიამოვნო კომენტარებს, სადაც ქართველი მანდილოსნები გრძელცხვირა,  ჭარბთმიან, მსუქან და ნაადრევად დაბერებულ დედაკაცებად არიან წარმოჩენილნი.

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრის" თანამშრომელმა დუდანა ზაქარაიამ, რომელიც Spletnik.ru-ს აქტიური და რეიტინგული ბლოგერია, ამ მითის გაცამტვერება გადაწყვიტა და გამოაქვეყნა ქართველი ლამაზმანების პოსტი, რასაც საიტის მომხმარებლის აღფრთოვანება და კომენტარი მოჰყვა. ქართველების სილამაზით მოხიბლული მკითხველი წერდა:

Mari naelle: "საბჭოთა პერიოდში დედაჩემი ხშირად ჩადიოდა საქართველოში. ქართველი მეგობარიც ჰყავდა - ნანა.  დედა მოდის მიმდევარი იყო და საუკეთესოდ იცვამდა. ის მოხიბლული იყო თბილისის ქუჩებში გამოფენილი ქართველი ქალების სილამაზითა და ჩაცმის სტილით, დახვეწილი გემოვნებით. მოსკოვი კი იმ დროისთვის მოდას მკვეთრად ჩამორჩებოდა".

White naomi: "ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართველი გოგონები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ლამაზები არიან, დახვეწილი გემოვნებითა და არისტოკრატული გარეგნობით გამოირჩევიან..."

KvirisPalitra.GeAlenka 79: "მინდა გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ. რუსეთში, რა თქმა უნდა, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოს ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს "მზიური საქართველო" და მოხდენილი ქართველები. იქნებ ხშირად დაწეროთ მონატრებულ საქართველოზე..."

Atate: "უამრავი ქართველი მეგობარი ქალი მყავს და თამამად ვიტყვი, რომ ყველა ლამაზია! ჩემი აზრით, სილამაზეს ეროვნება არ გააჩნია. მთავარი კი, რაც ქართველ ქალებს სხვა ეროვნების ქალებისგან განასხვავებს, განსაკუთრებული ეშხია.

იქნებ მე გამიმართლა და მხოლოდ ლამაზ ქართველებს ვიცნობ? დაე, ასე გამიმართლოს მომავალშიც!"

KvirisPalitra.GeK80186: "ჯონ დოს პასოსი წერდა: "საქართველო მსოფლიოში საუკეთესო ღვინისა და ულამაზესი ქალების სამშობლოა". ვისაც არ გჯერათ, რომ ეს მართლაც ასეა, შეხედეთ ამ ფოტოებს!"

პოსტი 15000-ზე მეტმა მომხმარებელმა შეაფასა და ტოპხუთეულში მეორე ადგილიც დაიკავა (პირველზე, რა გასაკვირია და, რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები გავიდნენ).

მთავარი კი ის იყო, რომ ამდენ ქებათა ქებაში მხოლოდ ერთმა, ჩვენმა ახლო მეზობელმა გამოურია ბოღმა:

KvirisPalitra.Getouch cafe: "კავკასიელ ხალხთა შორის ყველაზე ლამაზები მხოლოდ სომხები არიან!!! ასეა და რა ვქნა!!! ქართველებს კი სილამაზის ეტალონს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ!"

ჩვენი "ტკბილი" მეზობელი მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა, ტოლი არ დაგვიდო და მალევე გამოაქვეყნა პოსტი სათაურით: "სილამაზე სომხურად".

KvirisPalitra.Geროგორც ყოველთვის, ქართველებს გაგვეჯიბრა და ქართულ სილამაზეს სომხური "მშვენიერება" დაუპირისპირა.

KvirisPalitra.Geროდესაც მისმა გამოფენილმა "სომხურმა სილამაზემ" ფურორი ვერ მოახდინა და ქართველი ქალებისგან განსხვავებით,  შეფასებებიც  უარყოფითი იყო, ჩვენმა კეთილმა მეზობელმა  ახალი პოსტი შესთავაზა მნახველს - სომხური ბომონდისა და სომხური ღირსშესანიშნაობების ფოტოები წარმოგვიდგინა.

KvirisPalitra.Geალბათ, გასაკვირი არც უნდა იყოს (მოგეხსენებათ, სომხები ყველაფერ ქართულს თავისად ასაღებენ), რომ სომხური ბომონდის ნუსხაში ჩვენი ქეთი მელუას ფოტოც მოხვდა(?!).

ჩვენო ძვირფასო ახლო მეზობელო, ხომ არ შეგახსენოთ,  რომ სომხურ კინოში ყველაზე საინტერესო, ლამაზი ქალების როლებს სომხები კი არა, უმშვენიერესი ქართველი მსახიობები ასრულებდნენ.

KvirisPalitra.Geრა შორს წავიდეთ - სოფიკო ჭიაურელს სომხეთის სახალხო არტისტობაც კი მიანიჭეს (სომხური ბუნების ამბავი რომ ვიცი, უცხოეთში ალბათ, სოფიკო ჭიაურელიც სომეხ ვარსკვლავად გაასაღეს, ქართული "ჩაკრულოსა" და "საფერავის" არ იყოს!).

გთავაზობთ Spletnik.ru-ს სპეციალურ ბლოგზე გამოქვეყნებული ქართველი და სომეხი გოგონების ფოტოებს. სუბიექტურობაში რომ არ ჩაგვეთვალოს, კომენტარისგან თავს შევიკავებთ, შეფასება კი თქვენთვის მოგვინდვია.

სალომე ნემსაძე