"შეიძლება ითქვას, რომ ვირუსი შეგვეგუა" - რას პროგნოზირებს ეპიდემიოლოგი?
"შეიძლება ითქვას, რომ ვირუსი შეგვეგუა" - რას პროგნოზირებს ეპიდემიოლოგი?
"ამ ეტაპზე ჯერ კიდევ აქვს აზრი კონტაქტების მოძიებასა და კერების კვლევას. აკრძალვების დაწესება, სწავლის გადადება არის პრევენცია, რომ ამ დაავადებას საწვავი აღარ მივაშველოთ და ცეცხლი ვერ გავრცელდეს"

15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა იქნება და უნდა მივეჩვიოთ ადაპტაციას, თანაცხოვრებას ამ მდგომარეობასთან, რადგან მისი თქმით, კორონავირუსული ინფექცია არსად არ გაქრება კიდევ დაახლოებით, 1 წელი.

"კვირის პალიტრა" ეპიდემიოლოგ ოთარ
ჩოკოშვილს
ესაუბრა:

- ყველაზე ცუდი, რაც ახასიათებს ამ ვირუსს, არის ის, რომ ხანძარივით იცის მოდება. პატარა ცეცხლის ჩაქრობა ადვილია, მაგრამ თუ კარგად მოეკიდა, ჩაქრობა რთულდება. ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა არ უნდა გაგვივრცელდეს ცეცხლი, თორემ მერე დღეში 100-150 შემთხვევაც აღარაფერი იქნება, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება.
დღეში 50 შემთხვევას ყველა ასე თუ ისე აკონტროლებდა, მაგრამ როცა გასცდა 100 შემთხვევას, დაავადების კონტროლი ყველგან გართულდა. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ აქვს აზრი კონტაქტების მოძიებასა და კერების კვლევას. აკრძალვების დაწესება, სწავლის გადადება არის პრევენცია, რომ ამ დაავადებას საწვავი აღარ მივაშველოთ და ცეცხლი ვერ გავრცელდეს.

საბედნიეროდ, დაავადების მიმდინარეობა ისეთი მძიმე აღარ არის, როგორიც თავიდან იყო. თავიდან ხალხი დაუდევრად იქცეოდა, ახლა ყველა ფრთხილობს, განსაკუთრებით­ ასაკოვნები და ქრონიკულად დაავა­დებულნი. ახალგაზრდები მაინცდა­მაინც არც ფრთხილობენ, არადა, ახლა ისინი უფრო ავადდებიან, მაგრამ ნაკლები გვაქვს მძიმე შემთხვევაც და სიკვდილობაც. ჯანმრთელი მოსახლეობა ადვილად იხდის ვირუსს, თუმცა ბევრმა­ ასაკოვანმაც უსიმპტომოდ გადაიტანა...
შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ვირუსიც შეგვეგუა. როგორც ჩანს, ნაკლებად განიცდის მუტაციას და იმ ადამიანების­ იმუნიტეტი და ორგანიზმი, რომლებიც გამოიარა, მისთვის დამასუსტებელი აღმოჩნდა.

- მართალია, რომ ამბობენ, ადრე თუ გვიან ყველა მოვიხდითო?
- დიახ. შვედეთის მაგალითი ევროპის ბევრმა ქვეყანამ აირჩია, იმიტომ რომ მარტო ამ ზაფხულში რამდენიმე ტრილიონის ზარალი ნახეს. ჩაკეტვას დიდხანს ქვეყანა ვერ გაუძლებს, ამიტომ უნდა შევძლოთ ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება. სანამ ვაქცინა არ იქნება, არ არსებობს ადამიანი, რომელიც რისკის ჯგუფს არ ეკუთვნის. როგორც აღმოჩნდა, იმუნიტეტმაც ვერ გვიშველა, რადგან რეინფექციის შემთხვევებიც დადასტურდა. ჩინეთში, მიმდებარე ქვეყნებსა და გერმანიაშიც რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო.

ამ ბოლო დროს ძალიან კარგი კვლევები გამოქვეყნდა, რომლებიც აჩვენებს, რომ კორონავირუსი არ არის მიმართული მხოლოდ ფილტვებისკენ, ის აზიანებს სისხლის მიმოქცევის სისტემას, სისხლძარღვებს, აქვეითებს სისხლის შედედების უნარს, მოქმედებს თავის ტვინზე და გავლენას ახდენს ყველა მნიშვნელოვან სასიცოცხლო ორგანოზე. სწორედ ამ თვისებების გამოა ის ვერაგი, მაგრამ დღეს მისი მართვა უფრო ადვილი გახდა, რადგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ჯერ წამალი ვერ გამოვიგონეთ, მაგრამ ვისწავლეთ, კლინიკურად როგორ იმართოს სიმპტომები.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში - ადრე თუ გვიან ეს მოსალოდნელი იყო. რაც გაკეთდა და რასაც მივაღწიეთ, არ ყოფილა მხოლოდ ექიმების­ დამსახურება. ეს იყო მოქალაქეების, მთავრობისა და ექიმების ერთიანი შრომის შედეგი. ახლა ხალხს აღარ ეშინია - რა მოხდა, შემხვდეს, 40%-ს უსიმპტომოდ გადააქვსო, ამბობენ. ეს მართალია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გარშემო ცხოვრობენ ასაკოვანი მშობლები, ბებია-ბაბუები, ან ქრონიკულად დაავადებული ადამიანები და შეიძლება საკუთარი დაუდევრობით მათ შევუქმნათ საფრთხე. სწორედ ამიტომ გამკაცრდა რეგულაციები. რაც უნდა ვიწუწუნოთ, პატარძლები უქორწილოდ დარჩნენ და ბავშვები გასართობ ცენტრებში ვერ მიდიანო, უნდა გვესმოდეს, რომ ეს საჭიროა დაავადების შესაკავებლად.

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მეორე ტალღა?
- დიდია ალბათობა, რომ დაემთხვეს­ და მერე თან გაჰყვეს გრიპის პერიოდს, რომელიც ზოგჯერ აპრილის ბოლოს მთავრდება.

- მესამე სეზონიც გვექნება?
- ეს კოვიდის სეზონები სერიალს დავამსგავსეთ და ეპიდემიოლოგიაში ასე საუბარი არ მომწონს. ინფექციებს ახასიათებს ტალღური მიმდინარეობა, მაგრამ ეს არც ზღვაა, არც სეზონები და არც სერიალი, ეს არის ეპიდემიოლოგიური მრუდები. შეიძლება მესამეც იყოს, მეოთხეც და მეტიც, მაგრამ თუ ვაქცინა გამოჩნდა, მაშინ როგორც გრიპის მიმდინარეობა შეიცვალა რადიკალურად ვაქცინის ზემოქმედების შედეგად, ასე მოხდება კოვიდის შემთხვევაშიც.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები