"ვიმკურნალე და ახლა კარგად ვარ" - რას ამბობს "კაბუ" ფრანგულ ციხეზე, ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე
"ვიმკურნალე და ახლა კარგად ვარ" - რას ამბობს "კაბუ" ფრანგულ ციხეზე, ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე
"საფრანგეთში ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც ქართულად. დამიჭირეს, გამომიშვეს და ჩამოვედი. ცუდ დროს აღმოვჩნდი ცუდ ადგილას. მერე გაირკვა, რომ ბანდიტები არ ვართ. ტყუილად მაწვალეს ერთი წელი, არაფრის გამო..."

კახა აბუაშვილს, იმავე კაბუს, ყველა­ იცნობს. რამდენიმეწლიანი ფრანგული ცხოვრების შემდეგ ის, როგორც არაერთი ემიგრანტი, პანდემიისას საქართველოში დაბრუნდა, თუმცა მანამდე საფრანგეთის ციხეშიც მოუწია ყოფნამ, სადაც ქურდობის­ ბრალდებით 2018 წლის 18 აპრილს მოხვდა.­ მაშინ სპეცოპერაცია ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარდა. შშს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყო ოთხი ქართველი­
ე.წ. კანონიერი ქურდი, მათ შორის - ლაშა შუშანაშვილი. ასევე დააკავეს სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის იყო კახა აბუაშვილი. დღეს კაბუს ქართული ცხოვრება შემოქმედებითი გეგმებით არის სავსე.

- ჩვენი ბოლო ინტერვიუს დროს საფრანგეთში ცხოვრობდით. ახლა რა ხდება თქვენს ქართულ ყოველდღიურობაში?

- საფრანგეთში ვცხოვრობდი,
მაგრამ მაინც ქართულად. დამიჭირეს, გამომიშვეს და ჩამოვედი.

- იქ როგორი სიტუაცია იყო პანდემიის მხრივ და აქ როგორი სურათი დაგხვდათ?
- ჩვენები სჯობნიან ყველას ყველაფერში. არა, იქაც ყველას ყურადღებას გვაქცევდნენ, მაგრამ... რომ ჩამოვედი, გაოცებული ვიყავი - პოლიციით დაწყებული, ექიმებითა და მებაჟეებით დამთავრებული, ყველა მობილიზებული და კეთილგანწყობილი იყო... კარანტინი კახეთში გავიარე. სასტუმროშიც კარგად ზრუნავდნენ ჩვენზე.

- აქ გელოდებოდნენ, თუ მოულოდნელად ჩამოხვედით.
- დედაჩემმა და მამაჩემმა იცოდნენ, რომ მოვდიოდი - ბილეთი მათ მიყიდეს, ბავშვებმაც იცოდნენ, სხვამ არავინ...

- რა გეგმებით გამოემგზავრეთ და როგორ მიდის საქმეები?
- მე მგონი, კარგად. კონცერტები მქონდა­ ბათუმში და კარგად ჩაიარა. ერთად­ გამოვდივართ მე, "ძვალი" და რევაზ გერცი. ახლა ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, კბილები უნდა გავიკეთო, მერე, ალბათ, ალბომს გამოვუშვებ, რასაც მოჰყვება დიდი ივენთი თბილისსა და ბათუმში...

- მსახიობ კახა აბუაშვილის გეგმები როგორია?
- მსახიობ კახა აბუაშვილის სურვილია, დაბრუნდეს თეატრი.

- ძალიან ცუდად ჟღერდა ის მუხლი, რომლითაც საფრანგეთში დაგაკავეს, თუმცა რადგან მალე გამოგიშვეს, ალბათ, არ იყო საქმე ისე, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა...
- ცუდ დროს აღმოვჩნდი ცუდ ადგილას. მერე გაირკვა, რომ ბანდიტები არ ვართ. ტყუილად მაწვალეს ერთი წელი, არაფრის გამო... ჩემ გარდა სხვა ვიღაცებსაც რაღაცები დააბრალეს და ტყუილუბრა­ლოდ მომიკლეს ჯანმრთელი ბიჭი...

- ალბათ, პაატას გულისხმობთ... როგორც ვიცი, ის იყო თქვენი მასპინძელი საფრანგეთში.
- დიახ, ჩემი მეგობარი პაატა ახალაძე გარდაიცვალა.

- ფრანგულ ციხეზე რას იტყვით?
- ცუდად არ მექცეოდნენ. მხოლოდ ის იყო, რომ კბილები დამძვრა - წესიერად არ მომხედეს.

- შვილებს ძალიან გაახარებდათ თქვენი ჩამოსვლა...
- გიორგი 18 წლისაა, კესუნა - 16-ის. გიორგის წელს დასვენება უნდოდა, მერე თეატრალურში აპირებს ჩაბარებას. გოგო ჯერ პატარაა, მაგრამ მასაც სცენა იზიდავს.

- გინდათ, რომ თქვენს პროფესიას გაჰყვნენ?
- მე რა მინდა, მაგას რა მნიშვნელობა­ აქვს?! მთავარია, თვითონ უნდოდეთ. მე ბევრი რამ მინდა, თუმცა ჯერჯერობით მივყვები ცხოვრების დინებას. მეორედ დაოჯახებას არ ვაპირებ. ჯერჯერობით არც ბაბუობისთვის ვემზადები - რა დროს ჩემი ბაბუობაა?!..

- როგორ ფიქრობთ, ქართველი კაცისთვის სად ჯობია ცხოვრება, აქ თუ უცხოეთში?
- ქართველი კაცისთვის ჯობია საქართველოში იცხოვროს. ჩემთვისაც აქ ჯობია. ჩემი საქმე აქ გამომდის კარგად, თუმცა ვიღაცისთვის იქ უფრო ფასდება შრომა.

- მაგრამ გახლეჩილი ოჯახის თემა მტკივ­ნეულია...
- ამას ეგუებიან, რადგან შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახი უფრო იხლიჩება. როგორია, მშიერ ცოლ-შვილს უყურო?

- ჩემი შრომა აქ ფასდებაო, ბრძანეთ... თავის დროზე საფრანგეთში წასვლა იოლი იყო?
- იოლი მკურნალობა იყო.

- რაზე მკურნალობდით?
- ეს მთელმა საქართველომ იცის და აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ვიმკურნალე­, კარგად ვარ, მართვის მოწმობაც ავიღე და მშვენივრად დავდივარ. ახლა ყველაფერი კარგად მაქვს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები