"პან­დე­მი­ამ დაგ­ვარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ შეგ­ვეძ­ლო და ამ პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღეთ ერ­თად ყოფ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა"
"პან­დე­მი­ამ დაგ­ვარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ შეგ­ვეძ­ლო და ამ პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღეთ ერ­თად ყოფ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა"
"მე­გო­ნა, კო­რო­ნა­ზე და პან­დე­მი­ა­ზე მი­რე­კავ­დი, ეს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის?" - მე­კი­თხე­ბა ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი და ცნო­ბი­ლი ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­შიც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მოხ­და - გა­ბედ­ნი­ერ­და. 32 წლის ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვამ ცხოვ­რე­ბა 28 წლის უმ­შვე­ნი­ე­რეს ელე­ნე ხა­რაშ­ვილს და­უ­კავ­ში­რა და რო­გორც პან­დე­მი­ას შეჰ­ფე­რის, წყვი­ლი ვიწ­რო წრე­ში ნიშ­ნო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა. რო­გორც ექი­მი გვე­უბ­ნე­ბა,"პან­დე­მი­ამ კი არ დაგ­ვა­შო­რა, დაგ­ვარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ შეგ­ვეძ­ლო და იმ პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღეთ ერ­თად ყოფ­ნის გა­
და­წყვე­ტი­ლე­ბაც".

ambebi.ge ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას ესა­უბ­რა და შე­ე­ცა­და მეტი გა­ე­გო წყვი­ლის სიყ­ვა­რულ­ზე.

- ბა­ტო­ნო ალექ­სან­დრე, სად გა­ი­ცა­ნით თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე?
- ელე­ნე 2018 წელს გა­ვი­ცა­ნი ერთ-ერთ სპორტდარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შის დროს. იქ და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც თან­და­თან გან­ვი­თარ­და, გაღ­რმავ­და და ბო­ლოს ასე დამ­თავ­რდა.

- ეს მე­გობ­რო­ბით და­წყე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია, თუ გაც­ნო­ბ
ის­თა­ნა­ვე მიხ­ვდით, რომ "ის ის იყო"?

- თა­ვი­დან­ვე გაგ­ვიჩ­ნდა სიმ­პა­თი­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, თუმ­ცა ეს დრო­ში უფრო ჩა­მო­ყა­ლიბ­და და გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სახე მი­ი­ღო. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა რო­გორც მე­გობ­რებს, მაგ­რამ მა­ინც სიმ­პა­ტი­ე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ელე­მენ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი.

- რას საქ­მი­ა­ნობს ელე­ნე, ისიც ექი­მია?
- ექი­მი არ არის, თუმ­ცა სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მას­თან აქვს შე­ხე­ბა - ჯან­დაც­ვის მე­ნე­ჯმენ­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ერთ-ერთ სა­და­ზღვე­ო­ში და მო­დუ­ლის პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს.

- პან­დე­მი­ამ თქვენც ჩა­გი­შა­ლათ ქორ­წი­ლის სი­ა­მოვ­ნე­ბა?
- ასე ვთქვათ.. გა­მომ­დი­ნა­რე პან­დე­მი­ი­დან და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან, შა­ბათს, 12 სექ­ტემ­ბერს გვქონ­და ნიშ­ნო­ბა ვიწ­რო წრე­ში, მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

- ბევ­რი სა­ერ­თო გაქვთ და კარ­გად იც­ნობთ ერ­თმა­ნეთს?
- რა თქმა უნდა, თით­ქმის სამი წე­ლია ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ, მარ­თლაც ბევ­რი სა­ერ­თო აღ­მოგ­ვაჩ­ნდა. ჯერ ის, რომ ერ­თად მოგ­ვი­წია დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­ში და იქ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, ერ­თმა­ნე­თი კარ­გად გა­ვი­ცა­ნით და რაც დრო გა­დი­ო­და, სულ უფრო მე­ტად ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვხდე­ბო­დით ერ­თმა­ნე­თის­თვის. ბო­ლოს ასე დაგ­ვირ­გვინ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. გაგრძელება

MAGDA
15 სექტემბერი 2020 10:58
რამდენი დადებითი აქვს ამ კორონას რააა
ამიტოა აღარ თმობენ
15 სექტემბერი 2020 08:52
მიყვარხააააართ

რუბრიკის სხვა სიახლეები