"პან­დე­მი­ამ დაგ­ვარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ შეგ­ვეძ­ლო და ამ პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღეთ ერ­თად ყოფ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა" - კვირის პალიტრა

"პან­დე­მი­ამ დაგ­ვარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ შეგ­ვეძ­ლო და ამ პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღეთ ერ­თად ყოფ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა"

"მეგონა, კორონაზე და პანდემიაზე მირეკავდი, ეს უფრო მნიშვნელოვანი არ არის?" - მეკითხება ჩვენი რესპოდენტი და ცნობილი ექიმი-ინფექციონისტი, რომლის ცხოვრებაშიც არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - გაბედნიერდა. 32 წლის ალექსანდრე გოგინავამ ცხოვრება 28 წლის უმშვენიერეს ელენე ხარაშვილს დაუკავშირა და როგორც პანდემიას შეჰფერის, წყვილი ვიწრო წრეში ნიშნობით შემოიფარგლა. როგორც ექიმი გვეუბნება,"პანდემიამ კი არ დაგვაშორა, დაგვარწმუნა იმაში, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო და იმ პერიოდში მივიღეთ ერთად ყოფნის გადაწყვეტილებაც".

ambebi.ge ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა და შეეცადა მეტი გაეგო წყვილის სიყვარულზე.

- ბატონო ალექსანდრე, სად გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?

- ელენე 2018 წელს გავიცანი ერთ-ერთ სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს. იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც თანდათან განვითარდა, გაღრმავდა და ბოლოს ასე დამთავრდა.

- ეს მეგობრობით დაწყებული სიყვარულია, თუ გაცნობისთანავე მიხვდით, რომ "ის ის იყო"?

- თავიდანვე გაგვიჩნდა სიმპათიები ერთმანეთის მიმართ, თუმცა ეს დროში უფრო ჩამოყალიბდა და გარკვეული ურთიერთობის სახე მიიღო. დაახლოებით ერთი წელი გვქონდა ურთიერთობა როგორც მეგობრებს, მაგრამ მაინც სიმპატიებისა და სიყვარულის ელემენტებით გაჯერებული.

- რას საქმიანობს ელენე, ისიც ექიმია?

- ექიმი არ არის, თუმცა სამედიცინო სისტემასთან აქვს შეხება - ჯანდაცვის მენეჯმენტი აქვს დამთავრებული და ერთ-ერთ სადაზღვეოში და მოდულის პოლიკლინიკაში მუშაობს.

- პანდემიამ თქვენც ჩაგიშალათ ქორწილის სიამოვნება?

- ასე ვთქვათ.. გამომდინარე პანდემიიდან და არსებული ვითარებიდან, შაბათს, 12 სექტემბერს გვქონდა ნიშნობა ვიწრო წრეში, მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

- ბევრი საერთო გაქვთ და კარგად იცნობთ ერთმანეთს?

- რა თქმა უნდა, თითქმის სამი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, მართლაც ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. ჯერ ის, რომ ერთად მოგვიწია დარბაზში ვარჯიში და იქ ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა, ერთმანეთი კარგად გავიცანით და რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტად ახლობელი ადამიანები ვხდებოდით ერთმანეთისთვის. ბოლოს ასე დაგვირგვინდა ჩვენი ურთიერთობა. გაგრძელება