"200 ლარი არავის არ ეხმარება...ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა... შეიძლება გავრეკო"
"200 ლარი არავის არ ეხმარება...ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა... შეიძლება გავრეკო"
"მინდა რომ სამუშაოს საშუალება მომცენ და არ მჭირდება არანაირი დახმარებები, ჯერ ეს ერთი 200 ლარი არავის არ ეხმარება. არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს 200 ლარი დაეხმარა" - ამის შესახებ მუსიკალურმა პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა:

"მინდა, რომ სამუშაოს საშუალება მომცენ და არ მჭირდება არანაირი დახმარებები, ჯერ ეს ერთი, 200 ლარი არავის არ ეხმარება. არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს 200 ლარი დაეხმარა, აიღო თუ არ აიღო მნიშვნელობა არ აქვს.
ნამდვილად არ ვაპირებ იმ სოციუმში დაბრუნებას, რაშიც ვიყავი. იმ სოციუმში დაბრუნება არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ვფიქრობ, ამ ვირუსის ყველაზე კარგი მოკავშირეა უიმედობა, დეპრესია, ფსიხოზი, მოკლედ ყველაფერი ის, რაც ხდებოდა სამი თვის განმავლობაში.

დღეს ჩემს მეგობარს მივაკითხე, ნანკა კალატოზიშვილს, სამი თვე სახლიდან არ ჩამოდიოდა, იმდენი რამე
ჰქონდა მოფარებული, მარტო თვალები უჩანდა. ძალიან ცხელოდა, რა ვქნაო, მეშინიაო.... და ახლა წარმოიდგინე რას გვეუბნებიან, რომ ისევ ვიკეტებით და როდემდე? ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა, რომ გაიძახიან სოციალური პასუხისმგებლობაო, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და რასაც სახელმწიფო მეუბნება ვასრულებ, მაგრამ იმაზე რომ ვიფიქრო, შეიძლება სიმპტომები არ მქონდეს და მაინც რაღაც მჭირდეს, შეიძლება გავრეკო" - აცხადებს მუსიკალური პროდიუსერი კახა მამულაშვილი.


Ana
16 სექტემბერი 2020 21:28
რავი გენაცვალე ამათი სახლი რომ გადაიღეს ნორკის შუბებს მიჰქონდა ლელას გარდირობი. გაყიდე რამდენიმე ცალი და დაგვასვენე. იცი რამდენი გაჭირვებულია პური ენატრებათ რა გაწუწუნებთ ამ ელიტას არ მესმის
ninoo
16 სექტემბერი 2020 19:52
ჩვენ მასე ვარტ.. გავყიდე პირაი ნივტები... მტვაარია ჯანმრტელა ვიყო,, გაყიდე რაც ამდენ ხანს ინახეე
ნანა
16 სექტემბერი 2020 18:34
უკაცრავად, მაგრამ სულ რამდენი წიგნი გექნებათ წაკითხული მთელი ცხოვრების მანძილზე? ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი სისხლი და ხორცი, რომელმაც თავის დროზე წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემიაში ასპირანტურა, დღეს უკვე სოლიდური სტაჟის მქონე მეცნიერებათა დოქტორი თვეში 400 ლარს იღებს ხელფასს და თქვენ 200 ლარიანი დახმარება არაფრად მიგაჩნიათ? და იციით, რომ თქვენგან დაწუნებული 200 ლარი ამ ქვეყანაში ბევრისთვის არსებობის ერთადერთი წყაროა? სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, თუნდაც მარტოხელა პენსიონერები ავიღოთ, დამხმარე რომ არავინ ჰყავთ... სახელმწიფო კი 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ამ თანხით ეხმარება. რამდემნ მატერიალურად შეჭირვებულს მოეხსნა სასკოლოდ ბავშვის შემოსვის პრობლემა, წარმოდგენა გააქვთ საერთოდ? კარგია, თუ დაბადებიდან თავზე გადაგდიოდათ და გაჭირვება არ გინახავთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას არა აქვს ეგ ფუფუნება...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები