"200 ლარი არავის არ ეხმარება...ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა... შეიძლება გავრეკო" - კვირის პალიტრა

"200 ლარი არავის არ ეხმარება...ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა... შეიძლება გავრეკო"

"მინდა რომ სამუშაოს საშუალება მომცენ და არ მჭირდება არანაირი დახმარებები, ჯერ ეს ერთი 200 ლარი არავის არ ეხმარება. არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს 200 ლარი დაეხმარა" - ამის შესახებ მუსიკალურმა პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა:

"მინდა, რომ სამუშაოს საშუალება მომცენ და არ მჭირდება არანაირი დახმარებები, ჯერ ეს ერთი, 200 ლარი არავის არ ეხმარება. არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს 200 ლარი დაეხმარა, აიღო თუ არ აიღო მნიშვნელობა არ აქვს. ნამდვილად არ ვაპირებ იმ სოციუმში დაბრუნებას, რაშიც ვიყავი. იმ სოციუმში დაბრუნება არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ვფიქრობ, ამ ვირუსის ყველაზე კარგი მოკავშირეა უიმედობა, დეპრესია, ფსიხოზი, მოკლედ ყველაფერი ის, რაც ხდებოდა სამი თვის განმავლობაში.

დღეს ჩემს მეგობარს მივაკითხე, ნანკა კალატოზიშვილს, სამი თვე სახლიდან არ ჩამოდიოდა, იმდენი რამე ჰქონდა მოფარებული, მარტო თვალები უჩანდა. ძალიან ცხელოდა, რა ვქნაო, მეშინიაო.... და ახლა წარმოიდგინე რას გვეუბნებიან, რომ ისევ ვიკეტებით და როდემდე? ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა, რომ გაიძახიან სოციალური პასუხისმგებლობაო, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და რასაც სახელმწიფო მეუბნება ვასრულებ, მაგრამ იმაზე რომ ვიფიქრო, შეიძლება სიმპტომები არ მქონდეს და მაინც რაღაც მჭირდეს, შეიძლება გავრეკო" - აცხადებს მუსიკალური პროდიუსერი კახა მამულაშვილი.