"აი, რა­ტომ ვღე­ლავ­დი ასე დე­და­ზე, თით­ქოს გული მიგ­რძნობ­და, მო­მა­ს­მე­ნი­ნეს გო­გო­ებ­მა, რო­გორ უწო­დე­ბენ "გიჟს" - რას წერს ჩარკვიანი კორონავირუსით ინფიცირებულ დედაზე - კვირის პალიტრა

"აი, რა­ტომ ვღე­ლავ­დი ასე დე­და­ზე, თით­ქოს გული მიგ­რძნობ­და, მო­მა­ს­მე­ნი­ნეს გო­გო­ებ­მა, რო­გორ უწო­დე­ბენ "გიჟს" - რას წერს ჩარკვიანი კორონავირუსით ინფიცირებულ დედაზე

თაკო ჩარკვიანი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული და მეუღლესთან ერთად მკურნალობს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"მე და ჩემი მეუღლე ვწევართ ინფექციურში, ნუ იცით, რომ აქ რემონტი და რაღაც არ არის, მაგრამ უუუუმაგრესი ექიმები, სისუფთავე, გაკრიალებული ყველაფერი ყველა კორპუსში (გარემონტებულში და ურემონტოშიც). ექთნები, პროფესიონალები პასუხისმგებლობით სავსენი არიან (მარინა ეზუგბაია - აი თქვენ ( შენ)გენიოსო, მადლობა, ბატონი თენგიზ ცერცვაძე - საოცარი პიროვნება უმაგრესი პროფესიონალი, ბატონი ამირან გამყრელუიძე, რომელმაც დიდი ყურადღება გამოიჩინა პირველივე დღეს, კახა ჩომახიძე. უუმაგრესი მარიკა ექიმი, თამრიკო, საოცარი მზიკო აფხაზავა, ციცო ბოცვაძე, ნინო ახვლედიანი, ნატო ქართველიშვილი, ყველა, ყველა, ვისი გვარიც გავიგე, ყველა ყველა,სასწაული ხალხია.

ჩვენ უფრო ადრე წამოგვიყვანა სასწრაფომ, ხოლო დედა და თაია ცეკვავა და რიტა რევაზიშვილი სასწრაფომ გადაიყვანა რესპუბლიკურში!!!! აი ახლა კარგად მომისმინეთ!!!!!!! რესპუბლიკურის მესვეურნო!!!გადმომიგზანეს გოგოებმა ფოტოები, ჩემი მოვლილი მოხუცის, რომელიც მანამდე "პინეოში" იწვა და ასევე მოვლილი და გაკრიალებული ჰყავდათ, რისთვისაც მადლობა სანდრო ცისკარიძეს და მის უმაღლეს პროფესიონალიზმს, ახლა რა ხდება სამ დღეში რესპუბლუკურში!!!!??????კვება (დილის შედის 13 საათზე) ფოტოებს არ ვდებ დედას გამო, მომვლელი - შვილივით, მშვიდი რიტა, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა და მხოლოდ ახლა შევაყვანინე დედა მასთან და უფრო მშვიდად ვარ, გაგიჟებულია, 3 დღეში დედა შეიყვანეს ნაწოლებით, ვიდეოზე ჩამიწერეს როგორ უყვირიან ექთნები დედას (რომელიც უსინათლოა სრულიად და ბუნებრივია ფსიქოლოგიურად ითხოვდა ახსნას, სად იმყოფებოდა, რატომ არ ვიყავი მე მასთან ან რატომ არ იყო იქ მომვლელი).

აი, რატომ ვღელავდი ასე დედაზე, თითქოს გული მიგრძნობდა, მომასმენინეს გოგოებმა, როგორ უწოდებენ მას "გიჟს", ჩემს ტვინით გატენილ დედას, რომელსაც დემენცია არ აქვს და აქვს სრულიად საღი აზროვნება, უბრალოდ უსინათლო მოხვდა მარტო კლინიკაში და ბუნებრივია კითხვები ჰქონდა და ფორიაქი... (წყარო)