შსს-ს 2 თანამშრომელს და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

შსს-ს 2 თანამშრომელს და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის 1 თანამშრომელს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა ს

უწყების ინფორმაციით, 14-15 სექტემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

მათივე ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები მათი დაინფიცირების წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას აწარმოებენ.

დაინფიცირებულების მკურნალობა კლინიკაში მიმდინარეობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

"ინტერპრესნიუსი"