"მი­თხრეს, რომ ვარ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ვე­ლო­დე­ბი უკვე მე­ო­რე დღეა სას­წრა­ფოს და არა­ვინ არ მო­სუ­ლა" - კვირის პალიტრა

"მი­თხრეს, რომ ვარ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ვე­ლო­დე­ბი უკვე მე­ო­რე დღეა სას­წრა­ფოს და არა­ვინ არ მო­სუ­ლა"

ბათუმში მცხოვრები აჩი გოგუაძე ამბობს, რომ ორი დღის წინ covid- 19 დაუდგინეს. როგორც ახალგარდა მამაკაცი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, სავარაუდოდ, ტესტმა მცდარი პასუხი აჩვენა, რადგან მას და მის ოჯახის წევრებს არანაირი სიმპტომი არ გააჩნიათ.

"დაახლოებით ერთი კვირის წინ ვიყავი გაციებული, Მქონდა სიცხე. ვიმკურნალე "პარაცეტამოლით" და გამიარა ყველა ჩივილმა. მაინც გადავწყვიტე ტესტი გამეკეთებინა. დამირეკეს და მითხრეს, რომ ვარ კოვიდინფიცირებული. ტესტის გაკეთების დროს მითხრეს, რომ 2 დღეში დაგირეკავთ თუკი ინფიცირებული ხართ გადაგიყვანთ სასწრაფო დახმარების ბრიგადითო.

ორის მაგივრად მეოთხე დღეს შემატყობინეს, რომ კორონავირუსი მჭირს. მითხრეს, რომ სასწრაფო მომაკითხავდა და გადამიყვანდა კლინიკაში. ველოდები უკვე მეორე დღეა სასწრაფოს და არავინ არ მოსულა, გადაყვანაზე ზედმეტია ლაპარაკი, არც მოვუკითხივარ არავის " - უყვება ამბები.გე-ს აჩი გოგუაძე.

კოვიდინფიცირებული პაციენტი ამბობს, რომ მისი ოჯახი მე-6-ე დღეა თვითიზოლაციაშია. მასთან ერთად ცხოვრობს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და დედ-მამა. Მათგან ტესტი მხოლოდ მეუღლეს ჩაუტარდა. გაგრძელება