რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრის ინფორმაციით, დაჭრილი მორაგბისთვის ჩატარებული ოპერაცია წარმატებით დასრულდა
რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრის ინფორმაციით, დაჭრილი მორაგბისთვის ჩატარებული ოპერაცია წარმატებით დასრულდა
საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრის სანდრო საკანდელიძის ინფორმაციით, დაჭრილი მორაგბის, რამაზ ხარაზიშვილის ოპერციამ წარმატებით ჩაიარა. ამის შესახებ სანდრო საკანდელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან ცუდ ფაქტზე ვარ შეკრებილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა შეხვედრა მაინც კარგი ინფორმაციით დავიწყო. ოპერაცია ჩაუტარდა რამაზს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა საკანდელიძემ.

ცნობისთვის, რაგბის კავშირში სროლა დღეს იყო. დაჭრილია მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა
მერაბ ბესელიამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები