"ომებში ბევრი გვამი მინახავს, მაგრამ ასეულობით დაღუპული პირველად ვნახე და მართლა ცუდად გავხდი..."
17-09-2020
"ომებში ბევრი გვამი მინახავს, მაგრამ ასეულობით დაღუპული პირველად ვნახე და მართლა ცუდად გავხდი..."
"კორესპონდენტებს ომში დამცავი ჟილეტიც გვეცვა, "პრესაც" ყველგან გვეწერა - გულზეც, მანქანაზეც, ტანკზეც, მაგრამ ტყვია და ბომბი ჟურნალისტსა და ჯარისკაცს არ ასხვავებს. რამდენი დაღუპულა!.." - იხსენებს შახ აივაზოვი, რომელსაც ყველა იცნობს, როგორც "ომის ფოტოგრაფს". თუმცა, მისი მთავარი ინტერესი და სურვილი, რეგიონებში არსებული ტრადიციებისა და ადათ-წესების გადაღებაა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩეჩნეთში პირველი ომი 31 დეკემბერს დაიწყო. გროზნო რომ დაბომბეს, ყველას ეგონა, მხოლოდ ჩეჩნები დაიღუპნენ, მაგრამ ცხადია, ბევრი რუსიც
დაიღუპა... ბომბი იმას გაარჩევდა, ვინ სადაური იყო?! ომებში ბევრი გვამი მინახავს, მაგრამ ასეულობით დაღუპული პირველად ვნახე და მართლა ცუდად გავხდი... საშინელება იყო! გეშინოდაო? - მეკითხებიან ხოლმე. როგორ არ მეშინოდა, ადამიანი ვარ. ვიცი, საშიში ზონაა, მაგრამ გადაღებას რომ იწყებ, შიში მომენტალურად ქრება და აღარ გახსოვს..."

"ომში
მთავარი კარგი კადრის გადაღება იყო. ესეც ბედის ამბავია. ერთი ფოტო გადავიღე: ორსულ ჩეჩენ ქალს რუსმა მეომარმა მუცელი გაუჭრა და ბავშვი მოუკლა... ამ ქალთან წავედით. ჟურნალისტი ესაუბრებოდა, ამბებს არკვევდა, უცებ ქალმა ხალათი გაიხსნა და ის გაფატრული მუცელი გვაჩვენა... წარმოგიდგენიათ, ჩეჩენი ქალი რომ ამას იზამს?! სანამ ცოცხალი ვარ, ის ხალხი ჩემთვის მკვდარიაო! შემზარავი ამბავი იყო..."

"წყლიან ჭიქებში ნახშირს ყრიდნენ და ისე სვამდნენ; მერე ერთ-ერთმა სამლიტრიანი ქილა შემოატანინა, სადაც თეთრი რაღაცები ეყარა. მითხრა, ყველას ჰგონია, ავღანელები ტყვიით გვკლავენ, სინამდვილეში - მოწამლული არყითო. იმ არაყში ხახვი ეყარა; თუ ხახვი გალურჯდებოდა, ე.ი. არაყი მოწამლული იყო და რადგან გათეთრდა - ვარგისი. გაითვალისწინეო. დამარიგა, სანამ ქუჩაში გახვალ, უზმოზე აქტივირებული ნახშირი დალიე, შეიძლება მოიწამლო, მაგრამ ეს მოწამვლა სასიკვდილო არ იქნებაო. იმის შემდეგ, მთელი ცხოვრება ვსვამ ნახშირს..."


ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 17 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამთა დადეშელი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?